„წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.021709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №1

2020 წლის 8 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2013, 240110000.10.003.017315) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია