„ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №6 |
|
2020 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი |
„ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2011, 300160070.10.003.016452) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − უფლებამოსილი ორგანო).“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|