საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 08.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021720
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/01/2020
matsne.gov.ge 198 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.08.2025 სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში კონტროლის განხორციელების პროცედურის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 31.07.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 17.08.2020 ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 20.07.2016 „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 25.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №12 2020 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლის შესაბამისად,  სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 2🔗 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს  სააგენტოს  დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. 2. აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/ გადანიშვნას ან/და დებულების თავიდან დამტკიცებას. 3. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან მიჩნეულ იქნეს ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია