შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.01.2020
ძალაში შესვლა 01.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021745
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2020
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
| სათესლე ნაკვეთი | მინიმალური საიზოლაციო მანძილი (მეტრი) |
| საბაზისო თესლის წარმოებისთვის: Beta გვარის ნებისმიერი დამტვერვის წყაროდან | 1000 |
| Beta გვარის ნებისმიერი დამტვერვის წყაროდან, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა | 1000 |
| შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, რომლის პლოიდურობა არ არის ცნობილი | 600 |
| ორ სათესლე ნაკვეთს შორის, სადაც მამრობითი სტერილობა არ არის გამოყენებული | 300 |
| Beta გვარის ნებისმიერი გადამტვერავი წყაროსგან, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა | 1000 |
| საკვები ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, რომლის პლოიდურობა არ არის ცნობილი | 600 |
| ორ სათესლე ნაკვეთს შორის, სადაც მამრობითი სტერილობა არ არის გამოყენებული. | 300 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2020 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს შაქრის ჭარხლის და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის (შემდგომში – თესლი) ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისათვის შესაბამისი პირობების დადგენა.
3. ეს წესი ვრცელდება ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ თესლზე.
4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჭარხალი – „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული Beta vulgaris L. სახეობის შაქრისა და საკვები ჭარხლის მცენარეები;
ბ) ერთღივიანი თესლი – გენეტიკურად ერთჩანასახიანი თესლი;
გ) პრეცეზიული თესლი – თესლი, რომელიც გამოიყენება პუნქტრული თესვისათვის და რომელიც იძლევა თითო აღმონაცენს;
დ) ბაზარზე განთავსება – კომერციული მიზნებისათვის თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა;
ე) „წინასაბაზისო თესლი“ – საბაზისო თესლის წინა თაობის თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, ჯიშის შენარჩუნებისათვის საჭირო საწყისი მასალიდან; აკმაყოფილებს საბაზისო თესლისადმი ამ წესის „მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი“ – დანართ №1-ით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) „საბაზისო თესლი“ – თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) „სერტიფიცირებული თესლი“ – თესლი, რომელიც დამზადებულია „საბაზისო თესლის“ გამრავლებით, განკუთვნილია შაქრისა და საკვები ჭარხლის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3🔗. თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
1. ბაზარზე შეიძლება განთავსდეს თესლი რომელიც კლასიფიცირდება, შემდეგ კატეგორიებად:
ა) „წინასაბაზისო თესლი“;
ბ) „საბაზისო თესლი“;
გ) „სერტიფიცირებული თესლი“.
2. „წინასაბაზისო თესლამდე“ გამოყვანილი თესლი და გადამუშავებისთვის განკუთვნილი თესლი დასაშვებია განთავსდეს ბაზარზე, თუ მისი იდენტურობა დადგენილია. სერტიფიცირების ორგანოს მიერ უნდა შემოწმდეს საბაზისო თესლის სერტიფიცირებისადმი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისობა.
3. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება თესლის ნარევები. მათი შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს სერტიფიცირებული. კომპონენტების დასახელებები და ნარევში მათი წონითი თანაფარდობა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №1-ის ნაწილი I-ით დადგენილ მოთხოვნებს, ის შეიძლება, იქნეს სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც არასრულად სერტიფიცირებული თესლი.
5. თესლის პარტიის მაქსიმალური წონა უნდა იყოს 20 ტონა, ნიმუშის მინიმალური წონა უნდა იყოს 500 გრამი, პარტიის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლი
თესლის ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №1
ნაწილი I
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი
1. წინამორბედი კულტურა არ უნდა იყოს შეუსაბამო Beta vulgaris -ის სათესლე ნაკვეთებისათვის, სათესლე ნაკვეთი არ უნდა იყოს დასარევლიანებული წინამორბედი კულტურების მცენარეებით.
2. თესლის მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს სერტიფიცირების ორგანოს მოცემული ჯიშის თესლის გამრავლების ყველა საფეხური შესამოწმებლად.
3. სათესლე ნაკვეთებისათვის მინიმალური საიზოლაციო მანძილები არასასურველი გადამტვერავი წყაროდან უნდა იყოს:
სათესლე ნაკვეთი
მინიმალური საიზოლაციო მანძილი (მეტრი)
საბაზისო თესლის წარმოებისთვის:
Beta გვარის ნებისმიერი დამტვერვის წყაროდან
1000
სერტიფიცირებული თესლის დასამზადებლად:
შაქრის ჭარხლის:
Beta გვარის ნებისმიერი დამტვერვის წყაროდან, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა
1000
ტეტრაპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსგან, როდესაც დამამტვრიანებლად განსაზღვრულია დიპლოიდური მამა ფორმა ან დიპლოიდური მამა ფორმათაგან ერთ-ერთი
600
დიპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, როდესაც დამამტვერიანებლად განსაზღვრულია მხოლოდ ტეტრაპლოიდური მამა მშობელი ფორმა
600
შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, რომლის პლოიდურობა არ არის ცნობილი
600
დიპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსგან, როდესაც დამამტვრიანებლად განსაზღვრულია დიპლოიდური მამა ფორმა ან დიპლოიდური მამა ფორმათაგან ერთ-ერთი
300
ტეტრაპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, როდესაც დამამტვერიანებლად განსაზღვრულია მხოლოდ ტეტრაპლოიდური მამა მშობელი ფორმა
300
ორ სათესლე ნაკვეთს შორის, სადაც მამრობითი სტერილობა არ არის გამოყენებული
300
საკვები ჭარხლის:
Beta გვარის ნებისმიერი გადამტვერავი წყაროსგან, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა
1000
ტეტრაპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსგან, როდესაც დამამტვრიანებლად განსაზღვრულია დიპლოიდური მამა ფორმა ან დიპლოიდური მამა ფორმათაგან ერთ-ერთი
600
დიპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან დამამტვერიანებლად განსაზღვრულია მხოლოდ ტეტრაპლოიდური მამა მშობელი ფორმა
600
საკვები ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, რომლის პლოიდურობა არ არის ცნობილი
600
დიპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსგან, როდესაც დამამტვრიანებლად განსაზღვრულია დიპლოიდური მამა ფორმა ან დიპლოიდური მამა ფორმათაგან ერთ-ერთი.
300
ტეტრაპლოიდური შაქრის ჭარხლის გადამტვერავი წყაროსაგან, როდესაც დამამტვერიანებლად განსაზღვრულია მხოლოდ ტეტრაპლოიდური მამა მშობელი ფორმა
300
ორ სათესლე ნაკვეთს შორის, სადაც მამრობითი სტერილობა არ არის გამოყენებული.
300
შენიშვნა: ეს მანძილები შეიძლება შეიცვალოს, თუ არსებობს საკმარისი ბარიერი არასასურველი გადამტვერვის წყაროსადმი. საიზოლაციო მანძილი არ არის საჭირო სათესლე ნაკვეთებს შორის, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე დამამტვერიანებელი.
4. საჰიბრიდიზაციო სათესლე ნაკვეთების დედა და მამა მშობელი კომპონენტების პლოიდურობა განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბერის №2-1038 ბრძანებით დადგენილი გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების მიხედვით. თუ პლოიდურობა უცნობია, მაშინ საიზოლაციო მანძილი განისაზღვრება 600 მ.-ით.
5. სერტიფიცირებული თესლის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება, ხოლო საბაზისო თესლის შემთხვევაში, სულ მცირე ორი საველე ინსპექტირება, ერთი ჩითილებთან და ერთი სათესლე მცენარეებთან დაკავშირებით.
ნაწილი II
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თესლი
1. სათესლე ნაკვეთები და სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი თესლი თავისუფალი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში მითითებული მავნე ორგანიზმებისაგან.
2. ჭარხლის თესლი:
ა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მინიმალური ანალიზური სიწმინდე
(% წონის მიხედვით)
მინიმალური აღმოცენების უნარი (კლასტერების ან წმინდა თესლის %)(1)
მაქსიმალური ტენიანობა
(% წონის მიხედვით) (1)
შაქრის ჭარხალი:
ერთღივიანი თესლი
პრეციზიული თესლი
იმ ჯიშების მრავალღივიანი თესლი რომელსაც აქვს 85% ზე მეტი დიპლოიდები
სხვა თესლი
97
97
97
97
80
75
73
68
15
15
15
15
საკვები ჭარხალი:
იმ ჯიშების მრავალღივიანი თესლი რომელსაც აქვთ 85%-ზე მეტი დიპლოიდები, ერთღივიანი თესლი, პრეციზიული თესლი
სხვა თესლი
97
97
73
68
15
15
(2) სხვა თესლების პროცენტი წონის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 0,3-ს
1. გრანულირებული პესტიციდების, თესლის დრაჟირებისათვის გამოყენებული ნივთიერებების ან სხვა მყარი დანამატების გარეშე.
ბ) ერთღივიანი და პრეციზიული თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ბ.ა) მრავალღივიანი თესლისთვის გაღივებული კლასტერების სულ მცირე 90% უნდა იძლეოდეს თითო აღმონაცენს. კლასტერების რაოდენობა, რომელიც იძლევა სამ ან მეტ აღმონაცენს არ უნდა აღემატებოდეს აღმოცენების უნარის მქონე კლასტერების 5%-ს;
ბ.ბ) პრეცეზიული თესლისთვის გაღივებული კლასტერების თესლის სულ მცირე 70% უნდა იძლეოდეს თითო აღმონაცენს. მრავალღივიანი თესლის რაოდენობა, რომელიც იძლევა სამ ან მეტ აღმონაცენს, არ უნდა აღემატებოდეს აღმოცენების უნარის მქონე თესლის 5%-ს;
ბ.გ) საკვები ჭარხლის პრეციზიული თესლის იმ ჯიშებისათვის, რომელთა დიპლოიდების პროცენტი აღემატება 85%-ს, გაღივებული კლასტერების სულ მცირე 58% უნდა იძლეოდეს თითო აღმონაცენს. ყველა სხვა თესლის შემთხევაში, გაღივებული კლასტერების სულ მცირე 63% უნდა იძლეოდეს თითო აღმონაცენს. მრავალღივიანი თესლის რაოდენობა, რომელიც იძლევა სამ ან მეტ აღმონაცენს არ უნდა აღემატებოდეს აღმოცენების უნარის მქონე თესლის 5%-ს;
ბ.დ) „საბაზისო თესლისათვის“ ინერტული მინარევების წონა არ უნდა აღემატებოდეს 1,0%-ს, ხოლო „სერტიფიცირებული თესლის“ შემთხვევაში – 0,5%-ს. ორივე კატეგორიის დრაჟირებული თესლისათვის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უნდა შემოწმდეს იმ თესლის პარტიიდან აღებული ნიმუშიდან, რომელმაც გაიარა ნაწილობრივი დამუშავება, მაგრამ ჯერ არ არის დრაჟირებული.