შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2172-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 080210319003157917

საქმე 2/2172-19

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2019 წლის 18 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე (გაკოტრების მოსამართლე)

 კრების მდივანი: პაატა ბობოხიძე

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, მუხლებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2020 წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ-გვერდზე www.tcc.gov.ge ;

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 სხდომის თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი: პაატა ბობოხიძე.