შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 080210319003157917
საქმე № 2/2172-19
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2019 წლის 18 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
კრების მდივანი: პაატა ბობოხიძე
1. შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2020 წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ-გვერდზე www.tcc.gov.ge ;
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე: ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი: პაატა ბობოხიძე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2020.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 18.01.2020. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2172-19.
- სად არის „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ,,ქობულეთი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2172-19, 18.01.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4776362/