📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016716
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,207 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
გრანტი
ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით
მუხლი 2
გრანტის გამცემი
სააგენტო
მუხლი 2
განმცხადებელი
ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
გრანტის მიმღები
ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში
მუხლი 2
საგრანტო კონკურსი
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას
მუხლი 2
საგრანტო კონკურსის მონაწილე
განმცხადებელი, რომელიც მონაწილეობს საგრანტო კონკურსში
მუხლი 2
საგრანტო პროგრამა
სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და მიზნობრივი სახსრების (ფულადი ან ნატურალური ფორმა) შესახებ
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
ამ წესის შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
საგრანტო ვადა
დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად
მუხლი 2
საგრანტო კომისია
ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის მიზნით შექმნილი კომისია
მუხლი 2
ტექნიკური ხარვეზი
მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.04.2019 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 11.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.05.2018 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 94% 18.07.2025 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 16.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ 2020 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს №401 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება წინამდებარე წესი აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდეგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) (შემდგომში – ეკომიგრანტი) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით; ბ) გრანტის გამცემი – სააგენტო; გ) განმცხადებელი – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; დ) გრანტის მიმღები – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში; ე) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას; ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილეგანმცხადებელი, რომელიც მონაწილეობს საგრანტო კონკურსში; ზ) საგრანტო პროგრამა – სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და მიზნობრივი სახსრების (ფულადი ან ნატურალური ფორმა) შესახებ; თ) საგრანტო განაცხადი – ამ წესის შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით; ი) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის; კ) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; ლ) საგრანტო კომისია – ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის მიზნით შექმნილი კომისია; მ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პრინციპები გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი შესაბამისი  ასიგნება, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული მიზნობრივი გრანტი. მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს სააგენტოს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში –  დეპარტამენტი), მათ შორის დონორი ორგანიზაცი(ებ)ის მონაწილოებით. დეპარტამენტი შემუშავებულ საგრანტო პროგრამას დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. 2. საგრანტო პროგრამა იქმნება დევნილთა/ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის დასახელებას, რომელთა უზრუნველსაყოფად გამიზნულია სააგენტოს მიერ გრანტის გაცემა; ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერას; გ) საგრანტო ვადას; დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას; ე) თითოეული საგრანტო განაცხადის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას; ვ) დაფინანსების წყაროს; ზ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებს. 4. სააგენტოს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, საააგენტოს მიზნების, პრიორიტეტებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მიზნით არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სააგენტოს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. საგრანტო კომისია 1. სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, დირექტორი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდომში – კომისია). 2. კომისიის შექმნის შესახებ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისის შექმნის ვადა, მისი შემადგენლობა და სამდივნო. 3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს სააგენტოს თანამშრომელი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 4. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 5. კომისია: ა) განიხილავს საგრანტო განაცხადებს და იღებს დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის თაობაზე; დ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს. მუხლი 8🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, იმ შემთხვევაში, თუ იგი განმცხადებელთან ან განმცხადებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან, მის ხელმძღვანელთან, მართვის ორგანოსთან/ხელმძღვანელობასთან ან ორგანოს წევრთან რაიმე სამართლებრივ ან კანონმდებლობით განსაზღვრულ, ახლო ნათესაურ ურთიერთობაშია. 2. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მუხლი 9🔗. კომისიის საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით ან/და ქულათა სისტემით საგრანტო პროგრამის შესაბამისად. ხმების თანაბრად გაყოფის ან ქულების თანაბარი ოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 5. კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესში, წყვეტს კომისია.  მუხლი 10🔗. კომისიის სხდომის ოქმი 1. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი ამ წესის შესაბამისად. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი. თუ კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) კომისიის წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი; ე) დღის წესრიგი; ვ) განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დეპარტამენტში. მუხლი 11🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდომში – სამდივნო). 2. სამდივნოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნო: ა) ამზადებს განმცხადებლებისგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას; გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს; დ) ასრულებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას. მუხლი 12🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სააგენტო უზურნველყოფს გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში. 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო ვადა; ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა; ზ) საგრანტო განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა; თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი. მუხლი 13🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით, პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს კომისიის სამდივნო. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი არ გადაეცემა კომისიას და რჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის მიერ. მუხლი 14🔗. საგრანტო განაცხადი და მისი წარდგენის წესი 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს განმცხადებლის მიმართვას პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ითხოვს გრანტის მიღებას. 2. საგრანტო განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი დგინდება თითოეული პროგრამის ფარგლებში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 1 თვისა კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უზრუნველყოფის სააგენტო. მუხლი 15🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით. 2. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, ვებგვერდზე (www.moh.gov.ge). მუხლი 16🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, სამდივნო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შემოწმების შედეგად, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას: ა) საგრანტო განაცხადის კომისიისთვის გადაცემის ან განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პროგრამით დადგენილი ფორმის მიხედვით მოსთხოვოს განმცხადებელს დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას. 4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. დეპარტამენტი არ გადასცემს კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის; ბ) განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია; გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე; დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება. მუხლი 17🔗. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო განაცხადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება ხორციელდება საგრანტო პროგრამით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 2. საგრანტო განაცხადის შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი დგინდება თითოეული საგრანტო პროგრამით. 3. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომისიის სხდომაზე გაესაუბროს მას, განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების/დაზუსტების მიზნით. 4. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის წერილით. 5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება ვებგვერდზე (www.moh.gov.ge). 6. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი. მუხლი 18🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო განაცხადების შემოწმების, განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადები განისაზღვრება თითოეული საგრანტო პროგრამით. მუხლი 19🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ. 3. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 4. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა: ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება; ბ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი; გ) გამარჯვებულად გამოვლენილმა უარი განაცხადა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების ან საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მუხლი 20🔗. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ; გ) ხელშეკრულების საგანს; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას, დაფინანსების პირობებს და მოქმედების ვადას; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; თ) ანგარიშგების წესს; ი) დავის გადაწყვეტის წესს; კ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას); ლ) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს. მუხლი 21🔗. მონიტორინგი 1. გრანტის გამცემი ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. პროგრამით განსაზღვრულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიშის მოთხოვნის წესი განისაზღვრება თითოეული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით და აისახება პროგრამაში. 3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას. მუხლი 22🔗. ვალდებულების დარღვევის შედეგები 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო განაცხადით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით და უსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. 2. პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო, გრანტის შინაარსის გათვალისწინებით,  უფლებამოსილია გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი და მასთან გააფორმოს საგრანტო ხელშეკრულება. 3. თუ გრანტის მიმღები არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის მიმღებს დაეკისრება საგრანტო ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მუხლი 23🔗. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.