,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52-7
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.016686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52-7

2020 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების  თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016454) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულების“ (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულია საორგანიზაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებს გამგეობის ტექნიკურ, საკადრო, ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“;

ბ) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების დებულების“ (დანართი №2):

ბ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საორგანიზაციო განყოფილება არის გამგეობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის ტექნიკურ, საკადრო, ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“;

ბ.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ამოცანებია გამგეობის საქმიანობის  ტექნიკური, საკადრო, ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა.“;

„ბ.გ)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე