|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
|
|
2020 წლის 24 იანვარი
ქ. ტყიბული
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:მუხლი 1
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას (ისიდორე ლომთაძე).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | ნატალია კობახიძე |
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
2. IMG არის ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,43-ს.
3. ITL არის ლოკალური ტერტორიული იდექსი, რომელიც შეადგენს:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3;
ბ) შუალედური ზონისათვის –1;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7;
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ კვადრატული მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.
მუხლი 2
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
1. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამის ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6,708 ლარით;
2. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს ერთით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით;
3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამის პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3,612 ლარით;
მუხლი 3
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში - სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 %-ის შესაბამისად 1,548 ლარის ოდენობით.
მუხლი 4
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ის შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით.
მუხლი 5
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და იგი შეადგენს 2,58 ლარს.