შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/4-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/4-რ

2020 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი – სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს  „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ 2020 წლის 17 იანვრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი-სადაზღვევო ბროკერის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406261673, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი № 012046) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაეცეს შპს „საქართველოს სადაზღვევო ალიანსი – სადაზღვევო ბროკერს“ და  10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ  ბრძანების  გასაჩივრება  შეიძლება  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                    დავით ონოფრიშვილი.