შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/3-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/3-რ

2022 წლის 12 ივლისი

 ქ. თბილისი

 

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ 2022 წლის 29 ივნისის წერილობითი განცხადებების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406338850, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012053) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაეცეს შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერს“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                       დავით ონოფრიშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2022.
როდის იქნა მიღებული „შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
„შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 12.07.2022. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/3-რ.
სად არის „შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“, №06/3-რ, 12.07.2022 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5522699/