შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/1-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/1-რ

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო ბროკერ ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო ბროკერ ვაისის“ 2019 წლის 31 დეკემბრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404515397, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012034) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „სადაზღვევო ბროკერ ვაისს“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                       დ. ონოფრიშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2020.
როდის იქნა მიღებული „შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
„შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 13.01.2020. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/1-რ.
სად არის „შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „სადაზღვევო ბროკერი ვაისის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“, №06/1-რ, 13.01.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4775059/