📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №136
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016539
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2020
matsne.gov.ge 2,057 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ
არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება, ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა)
მუხლი 3
საზოგადოებრივ სივრცეში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, გარდა ბაზრისა და ბაზრობისა, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის, ან იმ მოწყობილობა-დანადგ
არის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი, ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება
მუხლი 3
ბაზარი
მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით არსებული ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილია სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში
მუხლი 3
ბაზრობა
მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილი არ არის სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა, როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ბაზრობა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ერთი სახეობის ნივთის რეალიზაციისათვის (მაგალითად, ავტომანქანების ბაზრობა, ტანსაცმლის ბაზრობა და სხვა) ან/და ერთდროულად სხვადასხვა სახის ნივთის სარეალიზაციოდ. თუ ნივთის რეალიზაცია არ ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში), ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი(დახლი, მაცივარი და  სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს და ობიექტი, საიდანაც (რომლიდანაც) ხდება ნივთის რეალიზაცია, ჩანს საზოგადოებრივი სივრციდან
მუხლი 3
ნივთი
მოძრავი, ან უძრავი ქონება
მუხლი 3
ნივთის რეალიზაცია
გაყიდვის, ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა
მუხლი 3
მომსახურების გაწევა
სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით, ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზაციად
მუხლი 3
სასურსათო პროდუქცია
ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული, ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს
მუხლი 3
მზა პროდუქცია
რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი
მუხლი 3
საზოგადოებრივი სივრცე
ავტომაგისტრალი, გზა, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები
მუხლი 3
შენობა
ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით
მუხლი 3
შენობის შიდა სივრცე
შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე
მუხლი 3
შენობის გარეთ არსებული სივრცე
სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.09.2022 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 07.10.2019 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.12.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.02.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №136 2020 წლის 29 იანვარი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი, დანართის შესაბამისად. (დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06.02.2015, №010250020.35.123.016281). მუხლი 3🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. ასეთის არსებობის შემთხვევაში სამართალდამრღვევების მიერ, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გატარდეს ღონისძიებები გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობის, წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე, ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრისა და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების, ასევე გამოფენების, ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. წინამდებარე წესი არ არეგულირებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილ ობიექტებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე, ან შენობა-ნაგებობაში, ბაზრისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მოწყობილ ობიექტში ვაჭრობის წესებს. 3. წინამდებარე წესის შესაბამისად რეგულირებას არ ექვემდებარება ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობა: ა) თუ ნივთის რეალიზაციისათვის მიწის ნაკვეთის მოწყობა ხდება იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაცია მიმდინარეობს მხოლოდ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; ბ) ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში განთავსებული ობიექტები; გ) ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, ყველა სხვა შენობაში განთავსებული ობიექტი, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს; დ) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომში რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის წარმოება-გადამუშავება, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს წარმოების ადგილზე ნივთის რეალიზაცია (საწარმოო ობიექტები), მაგრამ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები; ე) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომი რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის შენახვა, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს შენახვის ადგილზე ნივთის რეალიზაცია (სასაწყობე ნაგებობები), მაგრამ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 4. თუ ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში, ან სასაწყობე ნაგებობაში და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის ამოცანები წინამდებარე წესის ამოცანებია: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა; დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარე ვაჭრობა: ა.ა) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება, ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ა.ბ) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად, ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; ა.გ) საზოგადოებრივ სივრცეში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, გარდა ბაზრისა და ბაზრობისა, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის, ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი, ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება; ა.დ) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან; ბ) ბაზარიმიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით არსებული ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილია სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში; გ) ბაზრობამიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილი არ არის სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა, როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ბაზრობა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ერთი სახეობის ნივთის რეალიზაციისათვის (მაგალითად, ავტომანქანების ბაზრობა, ტანსაცმლის ბაზრობა და სხვა) ან/და ერთდროულად სხვადასხვა სახის ნივთის სარეალიზაციოდ. თუ ნივთის რეალიზაცია არ ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში), ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი(დახლი, მაცივარი და  სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს და ობიექტი, საიდანაც (რომლიდანაც) ხდება ნივთის რეალიზაცია, ჩანს საზოგადოებრივი სივრციდან; დ) ნივთი – მოძრავი, ან უძრავი ქონება; ე) ნივთის რეალიზაცია – გაყიდვის, ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა; ვ) მომსახურების გაწევა – სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით, ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზაციად; ზ) სასურსათო პროდუქცია – ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული, ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს; თ) მზა პროდუქცია – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; ი) საზოგადოებრივი სივრცე – ავტომაგისტრალი, გზა, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები; კ) შენობა – ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; ლ) შენობის შიდა სივრცე – შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე; მ) შენობის გარეთ არსებული სივრცე – სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და გამოყოფა 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გეგმას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ამტკიცებს საკრებულო. 2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ორი წლის ვადით, ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის შემდეგი პირობებით: ა) განმცხადებლის მიერ, გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას; ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდება პირდაპირი განკარგვის, ან აუქციონის წესით; გ) აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის  წარსადგენად, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წინადადებებს ამზადებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური. 4. გარე ვაჭრობა, გარდა ნაყინის, გამაგრილებელი სასმელების, წყლების, ყავის, პრესის, სუვენირების, ლოტოს ჯიხურების, სწრაფი გადახდის აპარატებისა და საბავშვო გასართობი ატრაქციონებისა, აკრძალულია  ცენტრალური ბულვარის ტერიტორიასა და ბულვარის მიმდებარე ტროტუარებზე. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ – ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 3. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ „სტელაჟზე“ (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მისი განსათავსებელი მატერიალურ – ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში); ვ) სწრაფი კვების აპარატები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში); ზ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, წყლები, ყავა და ლუდი; თ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); ი) სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული (ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ციტრუსი, გოგრა, ბაღჩეული და სხვა); კ) სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა აპარატები გარდა აზარტული სათამაშო აპარატებისა; ლ) საბავშვო გასართობი ატრაქციონები; მ) მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები (მხოლოდ ამ პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის რეალიზაციისათვის). 4. საოჯახო მეურნეობაში ნაწარმოები საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები და თევზეული მხოლოდ მაცივრებში), საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული (შეფუთული სახით), მარცვლეულითა და ხილ-ბოსტნეულით გარე ვაჭრობა დასაშვებია მცირე ბაზრობებისათვის (სავაჭრო რიგები) გამოყოფილ ტერიტორიაზე. 5. მცირე ბაზრობების (სავაჭრო რიგების) ტერიტორიის გამოყოფა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან/და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მითითებულ ლოკაციაზე, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად, დაუშვებელია სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. 7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი 1. წინამდებარე დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-ზედამხედველობის სამსახური. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს საიჯარო ხელშეკრულებისა და ამ წესის მოთხოვნებს, ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად, რა დროსაც მეიჯარე იტოვებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების დამატებითი პირობები 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იკრძალება არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ. 2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა, ხოლო ველობილიკზე, ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას. 3. აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე, სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. მუხლი 8🔗. ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის ძირითადი პირობები 1. წინამდებარე მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა მოეწყოს ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორია, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონარული არქიტექტურული ფორმიდან ან/და არასტაციონარული კონსტრუქციიდან ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სავალდებულოა ბაზრის, ან ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორია მოეწყოს იმდაგვარად, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონარული არქიტექტურული ფორმა ან/და არასტაციონარული კონსტრუქცია ან/და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, არ ჩანდეს საზოგადოებრივი სივრციდან. 3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონარული არქიტექტურული ფორმა ან/და არასტაციონარული კონსტრუქცია ან/და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, საზოგადოებრივი სივრციდან არ უნდა ჩანდეს, თუ ბაზრის, ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიასა და საზოგადოებრივ სივრცეს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა, ან ბაზრის, ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან მთლიანად ფარავს მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სტაციონარულ არქიტექტურულ ფორმებს ან/და არასტაციონარულ კონსტრუქციებს ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტს (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს. 4. უნდა აიკრძალოს ბაზრის ან/და ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებით, გარე ვაჭრობის განხორციელება. 5. ბაზარი ან/და ბაზრობა უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ ბაზრის, ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დარჩეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკმარისი ადგილები. 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, დაიცვას ამ მუხლის მოთხოვნები. 7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრობის მიმართ, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზრობისათვის. 8. ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრისა და ბაზრობების მიმართ, როცა ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსება ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზური პროექტი) შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსების სქემას, წყობას და არქიტექტურულ იერსახეს. მუხლი 9🔗. საგამონაკლისო რეგულირება გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე, სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.