„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 |
|
2020 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2017, 010240010.10.003.019825) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის“:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფები სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო; ა.ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების სამმართველო; ბ) პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; გ) სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი; დ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ე) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი.“. 2. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით; ბ) უწყებათაშორისი, შიდა და გარე აუდიტორიასთან სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება; გ) საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის გათვალისწინებით, კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; დ) საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; ვ) საზოგადოებასთან კომუნიკაცია; ზ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება; თ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; ი) ტრადიციული და სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის რეკომენდაციების მომზადება; კ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ლ) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. 122 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
|