📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2020
ძალაში შესვლა 01.10.2020
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 720 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2020 მიღება
01.10.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.02.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.09.2014 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.03.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.03.2018 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2020 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 5 ნოემბრის  №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/11/2012; 010250020.35.147.016031). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 ივნისიდან.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი დანართი №1 ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ერედვის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. 3. სამსახურის  უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა; გ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება; დ) მუნიციპლიტეტის გამგეობის ადგილობრივი სამსახურების, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ვ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სახაზინო ოპერაციების განხორციელება; თ)      ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; კ) კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სახელით, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება; ლ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; მ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვა; ნ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; ო) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირება; პ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ჟ) საფინანსო ზედამხედველობა მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; რ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრება და გაანალიზება, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ს) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ტ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება ბიუჯეტის შესრულების შესახებ; უ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევა, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელება; ფ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვა, ურთიერთობები ხაზინასთან და        საბანკო დაწესებულებებთან; ქ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა; ღ)  საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობა; ყ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება; შ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება; ჩ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება და გამოქვეყნება; ც) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება; ძ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი; წ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება; ჭ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. მოქმედი კანონმდებლობით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სამსახურის დებულებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს,    საკრებულოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებზე; გ) შემოწმების მიზნით ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისაგან გამომოითხოვოს კვარტალური და წლიური ანგარიშები; დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები;