ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2020
ძალაში შესვლა 01.10.2020
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 24.08.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულებულების დამტკიცების შესახებ. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2020 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №14 დადგენილება (სსმ, №22, 07/09/2010; 010250020.35.147.000616) „ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“>
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 ივნისიდან.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური
1. ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით.
3.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზება, დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
თ) კონტროლი საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობასა და რემონტზე;
ი) კონტროლი საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობასა და რემონტზე;
კ) მუნიციპალიტეტის საოფისე ინვენტარით მომარაგება;
ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ნ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ო) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
პ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ჟ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება;
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ს) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. მოქმედი კანონმდებლობით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სამსახურის დებულებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს ან/და საკრებულოს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს ერედვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ქონების შენახვასა და მოვლას;
გ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ვალდებულებებსა და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.