„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2020 წლის 5 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. .ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება;
10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
11. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
12. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება;
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-9, მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულია.
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი სახის მე-16 მუხლი:
„მუხლი 16. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით(მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ. ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 10 000 ლარამდე. დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სამშენებლო მასალების სახით.
2. დაზარალებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი, ან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა);
ე) დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
|