საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> და 77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2020
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016464
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 610 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> 77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.12.2018 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> და77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.02.2019 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.08.2017 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 03.01.2020 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 16.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის განსაზღვრის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2020 წლის 7 თებერვალი ქ. ლაგოდეხი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗  განისაზღვროს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია დანართი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესს. 2. ამ წესის მიზანია საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​​1 და 77​​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის“ უფლებამოსილი თანამშრომლები. მუხლი 2🔗 1. უფლებამოსილი პირი საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლუატაციის ინსტრუქციას. 2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში (შემდგომში – შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე. 3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება  შენობას,  გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე. 4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისაგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ. 5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით: ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები; ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში. 7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა. 8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა). მუხლი 3🔗 1. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას. 2.   თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვის და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება. მუხლი 4🔗 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1 და 77​​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს  ადმინისტრაციულ სახდელს. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​​1 და 77​​2 მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისას უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და აგზავნის რაიონულ (მაგისტრატ) სასამარ თლოში.