„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №19 |
|
2020 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ შესაბამის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება მიეცემათ შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით.“. 2. მე-16 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა, ასევე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №7);“. 3. მე-16 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის საინჟინრო გეოდეზიური განყოფილების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი N17).“. 4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 31 სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრამვის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.“. 5. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი, ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით.“. 6. 58-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.“. 7. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრამვის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ ბრძანების 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემისას გამოიყენება ამ ბრძანების 54-ე მუხლით განსაზღვრული წესი.“. 8. №2 დანართის მე-15 და მე-16 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 9. №7 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა, ასევე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები“; ბ) მე-10 და მე-11 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 10. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 11. დამტკიცდეს დანართი №17 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან ამ ბრძანების პირველი მუხლის:
ა) მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; ბ) პირველი, მე-3, მე-8 და მე-11 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.016761.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19, 10.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016761 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4794912/