შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2019
ძალაში შესვლა 01.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №37/33
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016599
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2020
matsne.gov.ge 2,521 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2019 მიღება
01.02.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
„კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს: საქართველოს შემთხვევაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ სხვა შესაბამის  ორგანოებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემთხვევაში – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და პროვინციის ტრანსპორტის მართვის უფლებამოსილ დეპარტამენტს. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებენ თავიანთი კომპეტენტური ორგანოს ცვლილების შესახებ. აღნიშნული ხასიათის ტექნიკური ცვლილება არ გამოიწვევს ცვლილებებს წინამდებარე შეთანხმებაში. ნებართვის სისტემა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 15.10.2015 „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია 97% 14.04.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 30.08.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 05.07.2001 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 13.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ  საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ ეკონომიკურ და  ბიზნესურთიერთობებს  თავიანთ ქვეყნებს შორის აბრეშუმის გზის გასწვრივ,  პრინციპზე „მშვიდობა და თანამშრომლობა, გახსნილობა და ჩართულობა, ორმხრივი სწავლება და საერთო სარგებელი“ დაყრდნობით,  მიზნად ისახავენ რა თავიანთი ქვეყნებიდან და ქვეყნებისაკენ მგზავრებისა და ტვირთების  საავტომობილო  ტრანსპორტირების და ასევე მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით სატრანზიტო ტრანსპორტირების განვითარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მგზავრების და ტვირთების საერთაშორისო  საავტომობილო ტრანსპორტირებაზე, რომელიც ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველების მიერ ამავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორივე მიმართულებით, ტრანზიტით ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლით ან მესამე ქვეყნიდან/ქვეყნის მიმართულებით. 2. წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო  შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: 1. „გადამზიდველი“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და უფლებამოსილია განახორციელოს მგზავრთა და/ან ტვირთების საერთაშორისო  გადაყვანა-გადაზიდვა საავტომობილო გზით, დაფუძნების ქვეყანაში მოქმედი   შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. „ტრანსპორტირება“ ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით  მოძრაობას ორივე მიმართულებით ან მესამე ქვეყნიდან/ქვეყნის მიმართულებით ან ტრანზიტით გავლას ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებზე იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც გადაყვანა/გადაზიდვის ნაწილი ხორციელდება მატარებლის ან საზღვაო ხომალდის საშუალებით. 3. „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში: a) განკუთვნილს საავტომობილო გზით მგზავრების გადაყვანისა ან ტვირთების გადაზიდვისათვის, მისაბმელთან ან ნახევარმისაბმელთან ერთად ან მათ გარეშე; b) რომელიც იმყოფება გადამზიდველის განკარგვაში მისი საკუთრების სახით, ან ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების  პირობების თანახმად. 4. „რეგისტრაცია“ ნიშნავს შესაბამისი  ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მფლობელის, ტექნიკური მახასიათებლების  მითითებას და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში,  ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ნებართვების გაცემისას ან გაუქმებისას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი არ არის რეგისტრირებული იგივე საიდენტიფიკაციო ნომრით ან რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, ან გააჩნია სხვა ქვეყანაში საქმიანობის უფლება. 5. „ნებართვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას განახორციელოს ხელშემკვრელ მხარეებს შორის  სატრანსპორტო ოპერაციები ორივე მიმართულებით ან ტრანზიტით, ან მესამე ქვეყნიდან /ქვეყნის მიმართულებით. 6. „სპეციალური ნებართვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის  შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემულ სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას განახორციელოს სატრანსპორტო ოპერაციები წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად. 7. „დაფუძნების ქვეყანა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიას, სადაც დაფუძნებულია გადამზიდველი და რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება. 8. „ავტობუსი“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი კონსტრუქციით და აღჭურვილობით განკუთვნილია ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად მძღოლის ჩათვლით და გამოიყენება ამ მიზნით. 9. „ტრანზიტი“ ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომლის დროსაც არ ხდება ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა, იმის გათვალისწინებით, რომ საწყისი ან დანიშნულების პუნქტი არ მდებარეობს ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე. 10. „რეგულარული სამგზავრო მომსახურება“ ნიშნავს მგზავრების გადაყვანას  განსაზღვრული მარშრუტების, სასაზღვრო გამტარი პუნქტების, გამგზავრების, გაჩერების და ბოლო გაჩერების პუნქტების მიხედვით, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ. 11. „არარეგულარული სამგზავრო მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც არ შეესაბამება რეგულარული სამგზავრო მომსახურების განმარტებას, მათ შორის „მაქოსებრი მომსახურება“ და „დახურული კარით მომსახურება“. 12. „მაქოსებრი მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას მგზავრთა განმეორებითი ორმხრივი გადაყვანისას, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების წინასწარ ფორმირებული ჯგუფის ტრანსპორტირებას მგზავრობის ერთი საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ერთ პუნქტამდე. მგზავრების თითოეული ჯგუფი, რომელიც გადის საწყისი პუნქტიდან, მოგვიანებითი რეისით უკან ბრუნდება. საწყისი პუნქტი და დანიშნულების პუნქტი შესაბამისად ნიშნავს პუნქტს, საიდანაც იწყება მარშრუტი და პუნქტს, სადაც მარშრუტი სრულდება და მოიცავს მათთან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე პუნქტებს. მაქოსებრი გადაყვანის მომსახურება შეიძლება ითვალისწინებდეს მგზავრების განთავსებას  დანიშნულების პუნქტში და მგზავრობის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში. პირველი უკან დაბრუნება და ბოლო რეისი სრულდება დაუტვირთავად. 13. „დახურული კარით მომსახურება“ ნიშნავს ისეთ გადაყვანას, როდესაც ერთი და იგივე შემადგენლობის მგზავრთა ჯგუფი მთელი მგზავრობის განმავლობაში გადაიყვანება ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით და ბრუნდება იმ ქვეყანაში, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. 14. „სახიფათო ტვირთი“ ნიშნავს ტვირთს, რომლის ჩამონათვალი მოცემულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებაში  (UNECE-ს ფარგლებში შემუშავებული ADR-ის შეთანხმება).    15. „საკონტროლო დოკუმენტი" ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ავტობუსის მგზავრთა სიის და სატრანსპორტო მომსახურების ტიპის შესახებ წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მიერ  დამტკიცებული ფორმით.   16. ,,კაბოტაჟი ნიშნავს მასპინძელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის მეორე  ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველის მიერ განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო ოპერაციებს. 17. „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს: საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ სხვა შესაბამის  ორგანოებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემთხვევაში – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და პროვინციის ტრანსპორტის მართვის უფლებამოსილ დეპარტამენტს. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებენ თავიანთი კომპეტენტური ორგანოს ცვლილების შესახებ. აღნიშნული ხასიათის ტექნიკური ცვლილება არ გამოიწვევს ცვლილებებს წინამდებარე შეთანხმებაში. ნებართვის სისტემა მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული  სატრანსპორტო საშუალებების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლისას განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციები, გარდა ამ შეთანხმების მე-8 მუხლში  ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ექვემდებარება ნებართვების ან სპეციალური ნებართვების სისტემას, რომელიც გაცემულია მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს  და/ან შესაბამისი ორგანოს მიერ. 2. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად ცვლიან ნებართვების  შეთანხმებულ რაოდენობას არარეგულარული მგზავრთა მომსახურების და ტვირთის გადაზიდვის მიზნით. ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ან  მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადამზიდველის დაფუძნების ქვეყნის  ტერიტორიაზე. 3. ხელშემკვრელი მხარის თხოვნით და ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია ნებართვის დამატებითი  რაოდენობის  გაცვლა.  4. ნებართვის  გადაცემა სხვა გადამზიდველისთვის ან მესამე მხარისთვის დაუშვებელია. 5. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ერთჯერადად. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გაიცეს დამატებითი სახის ნებართვები.  ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მისაბმელთან ან ნახევარმისაბმელთან კომბინაციის შემთხვევაში, ნებართვის მოთხოვნის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება. 6. წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილი ერთობლივი კომიტეტი  განსაზღვრავს სანებართვო კვოტას, მის კატეგორიებს და ნებისმიერ დამატებით პირობებს. 7. გადამზიდველზე გაცემული ნებართვა უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე მგზავრობის მთელი დროის მანძილზე და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ პირებს. მუხლი 4🔗. რეგულარული სამგზავრო მომსახურება 1. რეგულარული სამგზავრო მომსახურება ხორციელდება ნებართვის საფუძველზე.  მარშრუტები, გამგზავრების სადგურები, სასაზღვრო გამტარი პუნქტები, გაჩერების და ბოლო გაჩერების პუნქტები წინასწარ შეთანხმებულია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ. გადამზიდველების მიმართვის საფუძველზე ნებართვა გაიცემა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ მათ სახელმწიფოში მოქმედი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მიმოსვლის ინტერვალი და გრაფიკები უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეთა გადამზიდველების მიერ თანასწორობის საფუძველზე. 2. განაცხადი ნებართვის მისაღებად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში. ნებართვაზე განაცხადს თან უნდა ახლდეს საჭირო დამატებითი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები (ინფორმაცია, რომელიც შეიცავს გასვლის დროს და მიმოსვლის ინტერვალს, მგზავრობის ღირებულების ჩამონათვალს, მარშრუტს, მონაცემებს მძღოლთა სამუშაო და დასვენების დროის შესახებ). საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ეგზავნება მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, თუ განაცხადი შეთანხმებულია დაფუძნების ქვეყნის   კომპეტენტურ ორგანოსთან. 3. დოკუმენტაციის  განხილვის შემდეგ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს თავისი  გადაწყვეტილების შესახებ. 4. ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოგზაურობის ნაწილზე. წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილი ერთობლივი კომიტეტი ღებულობს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის,  განრიგის და დოკუმენტების მოთხოვნის პროცედურაზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი გადაწყვეტს შეწყვიტოს რეგულარული სამგზავრო მომსახურება, მან ნებართვის გაუქმების თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ 30 დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში.  კომპეტენტურმა ორგანომ ზემოაღნიშნული განზრახვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 5🔗. მგზავრთა არარეგულარული  მომსახურებები 1.  მგზავრთა არარეგულარული მომსახურებები, რომლებიც ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და ამ ტერიტორიების ტრანზიტული გავლით, ექვემდებარებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ ნებართვების გაცემის სისტემას.  2. მაქოსებრი და დახურული კარით მომსახურებების გაწევისას გადაყვანილ მგზავრთა ჯგუფი უნდა დარჩეს ერთგვაროვანი მოგზაურობის  მთელი დროის მანძილზე. იკრძალება მგზავრთა შემადგენლობის შეცვლა.  3. მგზავრთა არარეგულარული მომსახურებების გაწევისას სრულად შევსებული საკონტროლო დოკუმენტი უნდა ინახებოდეს სამგზავრო ავტობუსის ბორტზე. საკონტროლო დოკუმენტის შინაარსი და ფორმატი უნდა იყოს შეთანხმებული და დადასტურებული წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მიერ. მუხლი 6🔗. ტვირთის გადაზიდვა 1. ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებულ გადამზიდველებს, სანებართვო სისტემის საფუძველზე უფლება აქვთ განახორციელონ: a) გადაზიდვა ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის; b) ტრანზიტი ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიების გავლით; c) გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე პუნქტსა და მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე პუნქტს შორის. 2. წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილ ერთობლივ კომიტეტს შეუძლია განსაზღვროს სხვა ტიპის ნებართვებიც.  მუხლი 7🔗. სპეციალური ნებართვა 1. მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე  სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას   განაცხადი სპეციალური ნებართვის მისაღებად მასპინძელი ქვეყნის შესაბამის ორგანოს უნდა წარუდგინოს გადამზიდველმა. 2. თუ სატრანსპორტო ოპერაციებისთვის გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონა და გაბარიტები, დატვირთული თუ დაუტვირთავი, აღემატება  ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრებს, მაშინ განაცხადი სპეციალურ ნებართვაზე გადამზიდველმა უნდა წარუდგინოს მასპინძელი ქვეყნის შესაბამის ორგანოს. 3. განსაკუთრებულად დიდი ზომის დაუშლელი ტვირთის ტრანსპორტირებისას, რომელიც აღემატება მასპინძელ ქვეყანაში მოქმედი საგზაო და სხვა სტანდარტებით დასაშვებ ზღვრებს,  განაცხადი სპეციალურ ნებართვაზე გადამზიდველმა უნდა წარუდგინოს მასპინძელი ქვეყნის  შესაბამის ორგანოს. მუხლი 8🔗. ნებართვის მოთხოვნებისგან გათავისუფლება 1. გადაზიდვების შემდეგი სახეობები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნისაგან: a) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სატრანსპორტო ოპერირებისას დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები   და მწყობრიდან გამოსული შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება; b) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესანაცვლებლად გაგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი და ასევე, მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ; c) სატვირთო გადაზიდვები საგანგებო სიტუაციების, კერძოდ, ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებიდან გამომდინარე; d) ნებისმიერი გამოფენის, ჩვენებისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების გადაზიდვები; e) არაკომერციული მიზნით იმ ქონების, ცხოველებისა და აქსესუარების გადაზიდვები ორივე მიმართულებით, რომელიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური, კინო, სპორტული და საცირკო წარმოდგენების, გამოფენების ან დღესასწაულებებისა და რადიოჩანაწერების, ტელე და კინო გადაღებებისათვის; f) ახლად შეძენილი  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველი გარბენი რეგისტრაციის ქვეყნისაკენ; g) სამგლოვიარო გადაზიდვები. 2. წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად შექმნილ ერთობლივ კომიტეტს შეუძლია  გააანალიზოს და განსაზღვროს  ამ მუხლის  პირველ პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისი შემთხვევებისთვის საჭირო დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული გადაზიდვების განხორციელებისას. მძღოლები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები მუხლი 9🔗. მართვის მოწმობა მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ სატრანსპორტო ოპერაციებს ამ შეთანხმების ფარგლებში, უნდა ფლობდნენ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამის მოქმედ მართვის მოწმობას  მეორე ხელშემკვრელი მხარის ოფიციალურ ენაზე შესაბამისად დამოწმებულ  თარგმანთან ერთად. მუხლი 10🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალება 1.  წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სატრანსპორტო ოპერაციების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს მისი რეზიდენტი ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშანი, მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, რეგისტრაციის მოწმობა და უსაფრთხოების ინსპექტირების დოკუმენტი. რეგისტრაციის მოწმობა   უნდა იყოს ნათარგმნი და შესაბამისად დამოწმებული  მეორე ხელშემკვრელი მხარის ოფიციალურ ენაზე. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური დასაშვები წონა, ღერძული დატვირთვა,  გაბარიტები და გარემოსდაცვითი სტანდარტები უნდა აკმაყოფილებდეს მასპინძელი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.  ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის პარამეტრებიც აღემატება აღნიშნულ ზღვრებს, უნდა აკმაყოფილებდეს  წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. სხვა დებულებები მუხლი 11🔗. სატრანსპორტო მოთხოვნები 1. კაბოტაჟი აკრძალულია  ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე. 2. არარეგულარული სამგზავრო მომსახურება წარმოადგენს დამატებით სერვისს რეგულარულ სამგზავრო მომსახურებაზე. არარეგულარული სამგზავრო მომსახურების ოპერაციებმა არ უნდა იმოქმედოს რეგულარული სამგზავრო მომსახურების განხორციელებაზე. 3. სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, თუ საჭიროა, უნდა აკმაყოფილებდნენ დალუქვის მოთხოვნებს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 12🔗. გადასახადები, გადასახდელები,  საფასურები და მოსაკრებლები 1. გადამზიდველები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს წინამდებარე შეთანხმების პირობების თანახმად, თავისუფლდებიან ყველა გადასახადისა და გადასახდელისგან, რომლითაც იბეგრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა და გამოყენება, გარდა იმ გადასახდელებისა, რომლებიც შეეხება ნებართვის გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიანი წონის ან ღერძული დატვირთვის გადაჭარბებისას, ან იმ შემთხვევებისას, როდესაც საბაჟო  საჭიროებს გარანტიას. 2. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციები ექვემდებარება ავტომაგისტრალების საფასურებისა და მოსაკრებლების  გადახდევინებას, რომელიც დაწესებულია გზების, ხიდების და გვირაბების გამოყენებაზე მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე. რეზიდენტი და არარეზიდენტი გადამზიდველები მოსაკრებლებითა და საფასურებით  იბეგრებიან არადისკრიმინაციულად. 3. საწვავი, მოთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი მოდელის სტანდარტულ ავზში, რომელიც ტექნოლოგიურად და სტრუქტურულად დაკავშირებულია ძრავას მკვებავ სისტემასთან, ისევე როგორც საზეთი  მასალები იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ტრანსპორტირებისას, მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლდება  ყველა გადასახადისა და გადასახდელისგან. 4. მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დროებით იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამიზნულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად, თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა იქნეს რეექსპორტირებული ან განადგურებული მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ. მუხლი 13🔗. სავალდებულო დაზღვევა გადამზიდველებმა უნდა უზრუნველყონ სავალდებულო დაზღვევა იმ ხელშემკვრელი მხარის  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც სატრანსპორტო ოპერაცია ხორციელდება. მუხლი 14🔗. შესაბამისობა ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან 1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები,  მათ შორის ავტობუსები და მათი ეკიპაჟები, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას ექვემდებარებიან მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობს: a) წინამდებარე შეთანხმებიდან; b) სხვა მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა; c) ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის გადამზიდველზე მოქმედებს იმავე პირობებით, როგორც მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივ გადამზიდველზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მუხლი 15🔗. სასაზღვრო ინსპექცია 1. სასაზღვრო შემოწმება  უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი   შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სასაზღვრო შემოწმებისას პრიორიტეტი  ენიჭება რეგულარულ სამგზავრო მომსახურებას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი  პაციენტების,  ცხოველთა და მცენარეთა, ახალი მალფუჭებადი ტვირთის და სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას. მუხლი 16🔗. დარღვევები და სანქციები 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველი, ავტოსატრანსპორტო საშუალება,  მათ შორის ავტობუსები და მისი ეკიპაჟის წევრები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაარღვევს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ დებულებას, იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც მოხდა ეს დარღვევა, შეუძლია (კანონიერი სანქციებისთვის ზიანის მიუყენებლად, რომელსაც შეიძლება მიმართოს ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებმა ან სამართალდამცველმა ორგანოებმა) მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს: a) მისცეს გაფრთხილება გადამზიდველს; b) გაუუქმოს გადამზიდველს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებართვები ან გაუუქმოს გადამზიდველს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის რეგულარული სამგზავრო მომსახურებისათვის განკუთვნილი ნებართვები; ან c) ნებართვების გაცემის შემდგომ პერიოდში არ გასცეს ამ გადამზიდველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისათვის განკუთვნილი ნებართვები ან არ დააკმაყოფილოს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის რეგულარული სამგზავრო მომსახურების ნებართვაზე გადამზიდველის განაცხადი. 2. ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება,  უნდა დარეგულირდეს იმ ადგილზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც მოხდა ეს შემთხვევა.  დასკვნითი დებულებები მუხლი 17🔗. ერთობლივი კომიტეტი 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების, იმპლემენტაციის და გამოყენების მიზნით  ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთობლივი კომიტეტი. ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, შემდეგ საკითხებზე დისკუსიისა და მოლაპარაკებისათვის: a) წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; b) ნებართვების ტიპები და რაოდენობა, გამოყენების პირობები  და გადაზიდვის ნებართვის შემოწმება; c) სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები; d) ტექნიკური, გარემოს დაცვის და უსაფრთხოების სტანდარტები ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის; e) სასაზღვრო ინსპექციის პროცედურა და ელემენტები; f) ამ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გადასაჭრელი საკითხი. თითოეული შეხვედრა უნდა დასრულდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ოქმზე ხელმოწერით. 2. ერთობლივი კომიტეტის სხდომები იმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, რათა  მოგვარდეს შეთანხმების გამოყენებასთან წარმოშობილი პრობლემები.  3. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია  გაცვალოს  ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან  დაკავშირებით: a) ამ შეთანხმების  და შეხვედრის ოქმის, რომელსაც ხელს აწერენ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, დანერგვა; b)  მგზავრთა გადაყვანაზე  ნებართვის გაცემისა  და ამ ნებართვის  გამოყენების აუცილებელი პროცედურები და პირობები; c) სტატისტიკური მონაცემები მგზავრების და ტვირთების მოცულობების შესახებ  სასაზღვრო გამტარ პუნქტებში; d) ტრანსპორტირება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და სხვა დაკავშირებული საკითხები, რომლებიც წამოიჭრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას. მუხლი 18🔗. დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 19🔗. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 20🔗. ძალაში შესვლა და  მოქმედების შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის  დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის.  2.   თუ ხელშემკვრელი მხარე გადაწყვეტს, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, ამის თაობაზე მან დიპლომატიური არხების მეშვეობით  წერილობით უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. პეკინში, 2019 წლის 27 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)