„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„თავი IV1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
მუხლი 17 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი
1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;
ვ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;
ზ) „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 19 თებერვალი 2020 წ. N5724-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5724-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.05.001.019772.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5724-IIს, 19.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.019772 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4800603/