საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №3386 |
|
2020 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
1. საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები:
ა) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
გ) ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირება.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
21. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №33670 - ვებგვერდი, 13.11.2020წ.
22. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №26810 - ვებგვერდი, 26.10.2022წ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები:
ა) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
გ) ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირება.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
21. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №33670 - ვებგვერდი, 13.11.2020წ.
22. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №26810 - ვებგვერდი, 26.10.2022წ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“?
- „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 12.02.2020. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №3386. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016551.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.10.2022-დან.
- სად არის „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“, №3386, 12.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016551 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4802598/