ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2020
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016313
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 380 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2020 მიღება
02.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMC ITL C K CN   0.28 1 0.24 50 3,36 IMC
IMC ITL
0.28 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2020 წლის 21 თებერვალი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1 -ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების   მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge  200140030.35.115.016282 05/03/2019 წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28  თებერვლის  №3 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1.  ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN = IMG  X  IT L  X C X K, სადაც  ა) CN   არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს; გ) IT L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMC ITL C K CN 0.28 1 0.24 50 3,36 3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს. 4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს. 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს. 6. „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407  დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის  ნორმატიული  ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,7 ლარს.