ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2022 ძალადაკარგული 28.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.115.016349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2022 წლის 28 თებერვალი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (www.matsne.gov.ge, 200140030.35.115.016329, 02/03/2021 წ.) 2021 წლის 26  თებერვლის  №3 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

 CN = IMG  X  IT L  X C X K

 ა) CN არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს;

გ) IT L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMC

ITL

C

K

CN

0.28

1

0.24

50

3,36

 

3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს.

6. „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის  ნორმატიული  ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,7 ლარს.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2023.
როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მიღებულია 28.02.2022. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №04. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.115.016349.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №04, 28.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016349 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5394630/