„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27/04
სარეგისტრაციო კოდი
220010020.18.011.016436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №27/04

2020 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა;“.

2.მე-9 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სგს უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამასთან, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციის შემთხვევაში იგი ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების დაცვით. სგს ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია ამ მუხლის 133 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) 132 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 133 პუნქტი:

„133. სგს უფლებამოსილია განახორციელოს  „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-12-მე-14 მუხლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე