📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2020
ძალის დაკარგვა 26.02.2021
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 372 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2020 მიღება
26.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩხიკვაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2020 წლის 26 თებერვალი ქ. საჩხერე   საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით. მუხლი 2🔗 დადგენილ იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით. მუხლი 3🔗 დამტკიცებულ იქნეს ქ. საჩხერისათვის 1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი – 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CN/15 ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც: 1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი. 2. 0,33 – არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად. 3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი. 4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი. 5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.  მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი.  მუხლი 5🔗 დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50- 50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები.  მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი  05/03/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016339).  მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი ჩხიკვაძე