საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.03.2020
ძალაში შესვლა 01.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/110
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016625
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2020
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/110
2020 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ავიასაწარმოთა და ავიასპეციალისტების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშესაწყობად.
2. წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, ვადებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური წარმოადგენს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო ბიუჯეტის ფორმირების წყაროს და უნდა უზრუნველყოფდეს სააგენტოს სათანადო ფინანსურ დამოუკიდებლობას და მდგრადობას.
4. ამ წესით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან;
ბ) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი სავალდებულო თანხა;
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციაში, „საქართველოს საჰაერო კოდექსსა“ და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები
1. საჰაერო ხომალდის (სხ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის განაკვეთები სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) მიხედვით, 20 წელზე მეტი ასაკის მქონე საჰაერო ხომალდებისთვის:
ა) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-თვის – 10000 ლარი;
ბ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-თვის –20000 ლარი;
გ) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-თვის – 30000 ლარი.
2. საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირებული, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა:
ა) მსუბუქი სხ-თვის (601/651 კგ – 5700 კგ-მდე) – 15000 ლარი წელიწადში;
ბ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-თვის – 24000 ლარი წელიწადში;
გ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-თვის – 36000 ლარი წელიწადში;
დ) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-თვის – 54000 ლარი წელიწადში.
3. სხ-ის ექსპლუატანტის პირველადი სერტიფიცირება:
სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/დასკვნის მომზადება/სერტიფიკატის გაცემა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 12500 ლარი“;
4. სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფის საფასური:
წლის განმავლობაში 1 მილიონ გამფრენ მგზავრზე მეტი დატვირთვის მქონე საერთაშორისო აეროპორტის - 2.5 ლარი მომსახურებული სხ-ის (მხოლოდ აფრენა/დაფრენის ოპერაცია) მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე. 1 მილიონ გამფრენ მგზავრზე ნაკლები დატვირთვის მქონე საერთაშორისო აეროპორტისთვის – 1 ლარი მომსახურებული სხ-ის (მხოლოდ აფრენა/დაფრენის ოპერაცია) მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე;
შენიშვნა: საფასურის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად.
5. საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირება რეზერვუარების საერთო მოცულობის მიხედვით:
ა) პირველი კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმოს (0-დან 50 ტონის ჩათვლით) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 6500 ლარი;
ბ) მეორე კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმოს (50 ტონაზე მეტი) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 17500 ლარი;
6. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა:
ა) მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა – ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია) მეთოდოლოგიით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის დამტკიცებული ერთეულის განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული თანხის ოდენობა;
ბ) ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა – ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსფრთხოების ორგანიზაცია) მეთოდოლოგიით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის დამტკიცებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით მისაღები თანხის ოდენობა;
7. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა:
ა) „ა“ კატეგორიის საწარმოსთვის – 12500 ლარი;
ბ) „ბ“ კატეგორიის საწარმოსთვის – 3000 ლარი;
მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის წესი
1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს საფასური ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი ოდენობით. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურებისა.
2. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისა.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის.
5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ევროკონტროლის მიერ;
6. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
7. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად, ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე;
გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
დ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.
3. გადახდილი საფასურის დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს ორგანიზაციას ნებისმიერი მომსახურების გაწევა.
5. საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.