2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2020
ძალაში შესვლა 01.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.021856
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2022 – 2025 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №137
2020 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
მუხლი 1🔗
1. 2020 წლის 12 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.
5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს.
6. სამუშაო ჯგუფმა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System − ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფში.
7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 31 მარტისა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლები.
მუხლი 2🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2020 წლის 10 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სამინისტროებმა 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის შესაბამისად;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2ა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა არაუგვიანეს 2020 წლის 27 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2021 − 2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის შესაბამისად, 2020 − 2023 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით საქართველოს სამინისტროებისთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, №5 დანართის შესაბამისად;
გ) 2021 − 2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ №3ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, არაუგვიანეს 2020 წლის 27 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია:
ა) 2021 − 2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 დანართის შესაბამისად, 2020 − 2023 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში;
ბ) ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, №5ა დანართის შესაბამისად;
გ) 2021 − 2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ №4ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელთა განხორციელებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განახორციელონ „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების შესაბამისად და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში.
მუხლი 3🔗.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2021 − 2024 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის მიწოდება არა უგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2021 − 2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 30 ივნისამდე დამტკიცება, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №3 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 3 ივლისისა.
მუხლი 5🔗
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.
მუხლი 6🔗
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა, 2020 წლის პირველ აგვისტომდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული, ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
მუხლი 7🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით, უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა, არაუგვიანეს 2020 წლის 15 ნოემბრისა.
მუხლი 8🔗
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია