„საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტირებულ დიპლომატთა როტაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“
მიღების თარიღი 03.04.1998
გამომცემი ორგანო საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 070.012.003.231
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/04/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტირებულ დიპლომატთა როტაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №28
1998 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტირებულ დიპლომატთა როტაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 მაისის № 235 ბრძანებულების „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა შესახებ“ მე-10 მუხლით დადგენილია საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ დიპლომატთა როტაციის ვადები.
იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატთა როტაცია დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, მისი რეალური განხორციელების შესაძლებლობა შეიქმნა მხოლოდ 1998 წლიდან, შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფის პირობებში, ამდენად როტაცია უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, უპირველესად იმ მუშაკებისა, რომლებსაც როტაციის ვადა ამოეწურათ 1997 წელს.
საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. გატარდეს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტირებულ დიპლომატთა როტაცია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
2. საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტირებულ დიპლომატთა როტაცია დაწყებულ იქნეს 1998 წლის 1 მაისიდან.
3. დადგინდეს, რომ პირველ რიგში როტაციას ექვემდებარებიან დიპლომატები, რომელთაც საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტაციიდან 1997 წლის 31 დეკემბრისათვის შეუსრულდათ როტაციის ვადით განსაზღვრული მუშაობის პერიოდი.
4. განისაზღვროს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში 1998 წლის 31 მარტამდე დანიშნულ დიპლომატთა როტაციის ვადის ათვლა ხორციელდება საზღვარგარეთის დიპლომატის მიერ დაკავებულ ბოლო თანამდებობაზე აკრედიტაციის თარიღიდან; ხოლო 1998 წლის 31 მარტის შემდგომ დანიშნულ დიპლომატთა როტაციის ვადის ათვლა განხორციელდეს მათი საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტაციის თარიღიდან.
5. დაევალოს სამინისტროს კადრების დეპარტამენტს (ე. ჩადუნელი) მ.წ. 15 აპრილამდე მოამზადოს და წარმომიდგინოს მინისტრის მოადგილეებთან წერილობით შეთანხმებული დიპლომატთა როტაციის გრაფიკი; რომელიც ჩემს მიერ დამტკიცების შემდგომ დაეგზავნება შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
6. დაევალოს სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტს (გ. გორგოშიძე) დიპლომატთა როტაციის გრაფიკის შესაბამისად შეადგინოს როტაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯთა ნუსხა. დიპლომატთა როტაციისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურებულ იქნეს სამინისტროსათვის ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
7. როტაციის შედეგად სამინისტროს აპარატში დასაბრუნებელი მუშაკების შესაბამისი სამუშაოთი უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად ჩაითვალოს ადგილების დაჯავშნა სამ თვეზე მეტი ვადით.
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის
1997 წლის 7 მაისის № 235 ბრძანებულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრი ი.მენაღარიშვილი