|
XVIII
|
დამატებითი პირობები სტაციონარების მიმართ, კარდიოქირურგიული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში
|
|
№
|
მოთხოვნა
|
შენიშვნა
|
|
1
|
ამბულატორიული ერთეულის არსებობა, სადაც ხორციელდება/განთავსებულია:
|
ა) ამბულატორიული ერთეული განთავსებულია პაციენტებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას (მ.შ., პირველ სართულზე, ან დაწესებულების შესასვლელთან ახლოს, ან შესაძლებელი იყოს მასში ლიფტით შეუფერხებელი მოხვედრა);
ბ) მრავალპროფილიანი სტაციონარული დაწესებულების შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აქვს ამბულატორიული ერთეული, დამოუკიდებელი კარდიოქირურგიული ამბულატორიის არსებობა არ არის აუცილებელი.
|
|
1.1
|
რენტგენოლოგიური გამოკვლევები
|
ადგილზე, დაწესებულების ფარგლებში
|
|
1.2
|
ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები
|
ადგილზე, ამბულატორიული ერთეულის ფარგლებში
|
|
1.3
|
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები
(ტრანსთორაკალური, სტრესექოკარდიოგრაფია)
|
ადგილზე, ამბულატორიული ერთეულის ფარგლებში
|
|
1.4
|
გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CARD)
|
განახლებადი მუდმივ რეჟიმში
|
|
2
|
კარდიოქირურგიული ერთეულის არსებობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
ა) კარდიოქირურგიული ერთეულის ფარგლებში ხორციელდება პაციენტების ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი სტაციონარული მომსახურება;
ბ) კარდიოქირურგიული პალატების კარდიოლოგიურ განყოფილებაში/დეპარტამენტში განთავსების შემთხვევაში, მათი განყოფილების/დეპარტამენტის სახით დამატებითი იზოლირება აუცილებელი არ არის.
|
|
2.1
|
კარდიოქირურგიული სერვისის ფარგლებში სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის არის იზოლირებული
|
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
2.2
|
კარდიოქირურგიული პალატები
|
არანაკლებ 8 კარდიოქირურგიული საწოლით (მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა საწოლები ჯამურად)
|
|
2.3
|
კარდიოქირურგიული პალატის თითოეული საწოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
|
გათვალისწინებული უნდა იქნეს საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა
|
|
ა)
|
სრული არაინვაზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: ეკგ, არაინვაზიური წნევა – NIBP, პულს-ოქსიმეტრი, თერმომეტრი
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები
|
|
ბ)
|
უსაფრთხო აირთა ქსელით
|
|
|
გ)
|
დენის წყაროს 4 მიმღებით
|
|
|
3
|
სულ მცირე, ერთი სარეანიმაციო (დარბაზი/პალატა) იზოლირებული სივრცე კარდიოქირურგიული პროფილის პაციენტებისათვის
|
იზოლირებული სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
4
|
საოპერაციო ბლოკი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
გეგმური, სასწრაფო და გადაუდებელი კარდიოქირურგიული ოპერაციებისათვის
|
|
4.1
|
არის იზოლირებული სივრცე, სადაც განთავსებულია საოპერაციო დარბაზები, კორიდორი, წინასაოპერაციო, პერფუზიის ოთახი და სამარაგო
|
ა) ერთიანი სივრცე, რომელიც, სულ მცირე, 1 კარით გამოყოფილია დაწესებულების სხვა სივრცეებისაგან;
ბ) საოპერაციო ბლოკის შიდა სათავსებში გათვალისწინებული უნდა იქნეს სეპტიკური და ასეპტიკური სათავსების ზონები (სტერილური ზონა, „სუფთა“ ანუ მკაცრი რეჟიმის ზონა, „ჭუჭყიანი“ სათავსების ზონა), რომლებშიც
უზრუნველყოფილია ნაკადების გამიჯვნა მიმართულებების მიხედვით და უზრუნველყოფილია მათი გადაკვეთის პრევენცია;
გ) წინასაოპერაციოში უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ხელსაბანი;
დ) საოპერაციო დარბაზებისათვის ერთიანი წინასაოპერაციოს არსებობისას – ერთი ხელსაბანი;
ე) ხელსაბანების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს საოპერაციო დარბაზში ქირურგის პირდაპირ მოხვედრას ისე, რომ გამოირიცხოს მისი კონტაქტი „ჭუჭყიან“ ზონასთან/ნაკადთან.
|
|
4.2
|
არის, სულ მცირე, ორი საოპერაციო დარბაზი
|
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში ტარდება ენდოვასკულური ინვაზიები: სტენტ-სარქველის ჩადგმა (TAV-ი), ენდოსტენტირება, მიტრალური სარქვლის კლიპირება და სხვა, დაცული უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ორი საოპერაციოდან ერთი უნდა იყოს ე.წ. „ჰიბრიდული“ (აღნიშნული საოპერაციო ერთდროულად მოიცავს ქირურგიას და ვიზუალიზაციის სისტემას;
ბ) აღნიშნული ჩარევები შესაძლებელია, ჩატარდეს კათეტერიზაციის სტაციონარულ ლაბორატორიაში (ამ შემთხვევაში არ დაიშვება პორტატული C –arm-ის გამოყენება).
|
|
4.3
|
ვენტილაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საოპერაციო დარბაზში დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ხოლო ჰაერცვლა უნდა წარმოებდეს არანაკლებ 20-ჯერ საათში, რომელთაგან 3-ჯერ მაინც უნდა მოხდეს სუფთა ჰაერით ჩანაცვლება, როგორც რეცირკულირებული, ასევე სუფთა ჰაერი უნდა იფილტრებოდეს HEPA ფილტრებში
|
|
|
4.4.
|
საოპერაციო დარბაზი უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით
|
სავალდებულოა სამედიცინო დანიშნულების აირების ცენტრალიზებული სისტემა
|
|
4.5.
|
საოპერაციო დარბაზში უზრუნველყოფილია:
|
|
|
ა)
|
დაგეგმილი განათება
|
|
|
ბ)
|
სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი (18-220)
|
|
|
გ)
|
სტაბილური ტენიანობა (35-70%)
|
|
|
4.6.
|
საოპერაციო დარბაზის იატაკი დაფარული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ანტიმიკრობული, ანტისტატიკური თვისებების ჰომოგენური საფარით, რომელიც ექვემდებარება რეცხვასა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას
|
|
|
4.7.
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის არის სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობა
|
ამავდროულად, სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომია, სულ მცირე, ერთი „სელსეივერი“ (cell savers) და ერთი ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის მოწყობილობა (Intra-aortic balloon pump)
|
|
4.8.
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის საანესთეზიო მოწყობილობა
|
|
|
4.9.
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის პაციენტის მონიტორინგის საშუალებები:
|
დამოუკიდებელი ან ინტეგრირებული
|
|
ა)
|
პულსოქსიმეტრი
|
|
|
ბ)
|
ეკგ
|
5 განხრით, ST შეფასებით
|
|
გ)
|
წნევის ინვაზიური მონიტორირების ორი ხაზი და NIBP
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში ასაკის შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
დ)
|
ტემპერატურული მონიტორინგი
|
|
|
4.10.
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზში არის:
|
|
|
ა)
|
ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები
|
პედიატრიული მომსახურების შემთხვევაში, ასაკის შესაბამისი მახასიათებლებით
|
|
ბ)
|
პაციენტის გამათბობელი
|
მექანიკური (მ.შ., საბანი ან ლეიბი) ან ელექტრონული გამათბობელი საშუალება
|
|
გ)
|
დეფიბრილატორი და პირდაპირი დეფიბრილაციის თათი
|
ა) თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1;
ბ) სულ მცირე, 3 წყვილი დეფიბრილაციის თათი (მ.შ., ერთი სარეზერვო);
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში – შესაბამისი მრავალჯერადი ელექტროდებით
|
|
დ)
|
პერფუზორი
|
თითოეულ საოპერაციო დარბაზისათვის – სულ მცირე, 5
|
|
ე)
|
ACT (სისხლის შედედების დროის განმსაზღვრელი აპარატი)
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1
|
|
ვ)
|
ბრონქოსკოპი
|
არანაკლებ 1 ორი საოპერაციო დარბაზისათვის (მ.შ. დაწესებულების ფარგლებში)
|
|
ზ)
|
რითმის ხელოვნური წამყვანი (პეისმეიკერი)
|
ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 1 დამატებითი პეისმეიკერი;
ბ) პეისმეიკერს უნდა ჰქონდეს ერთდროულად წინაგულოვანი და პარკუჭოვანი რითმის მიწოდების საშუალება;
გ) პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისი მახასიათებლები.
|
|
თ)
|
საინფუზიო სითხეების გამათბობელი
|
|
|
4.11.
|
საოპერაციო დარბაზის საანესთეზიო სივრცის მოწყობა:
|
|
|
ა)
|
დენის წყაროს 12 მიმღები
|
|
|
ბ)
|
ჟანგბადის 2 წყარო
|
|
|
გ)
|
ჰაერის 2 წყარო
|
|
|
დ)
|
ნახშირორჟანგის 1 წყარო
|
არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში
|
|
ე)
|
დადებითი ან უარყოფითი წნევის წყარო
|
სულ 2
|
|
ვ)
|
ამონასუნთქი გაზების გამწოვი
|
|
|
4.12.
|
ქირურგიული ინსტრუმენტების სავალდებულო ნაკრებები საოპერაციო ბლოკში:
|
|
|
ა)
|
ქირურგიული ინსტრუმენტების, სულ მცირე, 3 ნაკრები, შემდეგი პრინციპით:
|
2-ზე მეტი საოპერაციო დარბაზის შემთხვევაში, დამატებით კიდევ 1 ნაკრები
|
|
ა.ა)
|
სულ მცირე, 2 ნაკრები შუნტირებისთვის
|
|
|
ა.ბ)
|
დამატებითი იარაღები გულის სარქვლების ჩანაცვლებისთვის/შეკეთებისთვის – სულ მცირე 1 ნაკრები
|
|
|
ბ)
|
სასწრაფო რეთორაკოტომიის მუდმივ მზადყოფნაში არსებული, სულ მცირე, ერთი ნაკრები
|
|
|
გ)
|
2 სტერნოტომი (თითოეული საოპერაციო დარბაზისთვის 1)
|
2-ზე მეტი საოპერაციო დარბაზის შემთხვევაში, ყოველ დამატებით დარბაზზე – 1 სტერნოტომი
|
|
დ)
|
ელექტრო კოაგულაციის აპარატი- ელექტრო დანა
|
თითოეული საოპერაციო დარბაზისათვის – 1
|
|
4.13.
|
რენტგენის ფირებისთვის ნეგატოსკოპი ან დიგიტალური სისტემა
|
|
|
4.14.
|
კლინიკური პერფუზიის ოთახი
|
სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობების შენახვისა და ოპერაციისთვის მომზადებისათვის, რომელიც განთავსებულია საოპერაციო დარბაზებთან მაქსიმალურად ახლოს
|
|
5.
|
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დარბაზი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
ა) საწოლების რაოდენობა – არანაკლებ 2-ისა, თითოეულ საოპერაციო დარბაზზე გადაანგარიშებით;
ბ) თითოეული საწოლი ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ იძლეოდეს პაციენტის იზოლირების (მ.შ., შირმა/თეჯირი) საშუალებას;
გ) საწოლთა განთავსება უნდა იძლეოდეს 3600-იანი მისადგომობის შესაძლებლობას;
დ) იზოლირებული სივრცეები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, ხოლო იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ შესაბამის დანართს (ქირურგიული პროფილი), აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ა)
|
საოპერაციო ბლოკთან იოლი მიდგომის შესაძლებლობა
|
საოპერაციო ბლოკისა და პოსტოპერაციული პალატის სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ლიფტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საოპერაციო ბლოკს და გამოიყენება მხოლოდ ბლოკში ან ბლოკიდან პაციენტის გადასაყვანად
|
|
ბ)
|
იატაკი დაფარული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ანტიმიკრობული, ანტისტატიკური თვისებების ჰომოგენური საფარით, რომელიც ექვემდებარება რეცხვასა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას
|
|
|
გ)
|
უნდა ჰქონდეს გათბობისა და გაგრილების გამართულად მოფუნქციონირე საშუალებები/სისტემა
|
|
|
დ)
|
დაგეგმილი განათება
|
სულ მცირე, ერთი მოძრავი განათების წყარო (ქირურგიული)
|
|
ე)
|
ვენტილაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ხოლო ჰაერცვლა უნდა წარმოებდეს არანაკლებ 15-ჯერ საათში, როგორც რეცირკულირებული, ასევე სუფთა ჰაერი უნდა იფილტრებოდეს HEPA ფილტრებში
|
|
|
ვ)
|
თითოეული საწოლი უნდა აკმაყოფილებდეს რეანიმაციული საწოლისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს
|
|
|
6
|
გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CARD)
|
ა) სულ მცირე, ერთ კარდიოქირურგიულ ერთეულში;
ბ) განახლებადი მუდმივ რეჟიმში.
|
|
7
|
დეფიბრილატორი
|
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში – შესაბამისი მრავალჯერადი ელექტროდებით
|
|
8
|
დამხმარე სერვისები:
|
|
|
8.1
|
24/7-ზე ტრანსფუზიოლოგიური სერვისის ხელმისაწვდომობა
|
ადგილზე უნდა ინახებოდეს:
ა) ერითროციტული მასის სულ მცირე, თითო დოზა სხვადასხვა ჯგუფის (ABO ჯგუფი) და რეზუსისათვის;
ბ) ახლად გაყინული პლაზმის თითო დოზა სხვადასხვა ჯგუფისა (ABO ჯგუფი) და რეზუსისათვის
|
|
8.2
|
მობილური/პორტატული რენტგენის მოწყობილობის ხელმისაწვდომობა
|
|
|
8.3
|
კომპიუტერული ტომოგრაფიული სერვისის (შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით) ხელმისაწვდომობა
|
ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში) – აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
8.4
|
კარდიოლოგიური კათეტერიზაციის ლაბორატორია 24/7
|
ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში), რომლის დაგეგმარება უზრუნველყოფს მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ლაბორატორიაში ჩაყვანასა და პროცედურის ჩატარებას (მ.შ., ჟანგბადის მიწოდებას)
|
|
8.5
|
საოპერაციოსა და პოსტოპერაციული მოვლის ზონებში ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიული სერვისის ხელმისაწვდომობა 24/7-ზე
|
საკმარისია დაწესებულების ფარგლებში ერთი ტრანსეზოფაგური გადამწოდი
|
|
8.6
|
დაწესებულებაში, სადაც ხორციელდება სარქვლის აღდგენითი ქირურგია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3D ექო-კარდიოსკოპია
|
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან
|
|
8.7
|
პრეოპერაციული სპირომეტრია
|
უნდა ხორციელდებოდეს ადგილზე (დაწესებულების ფარგლებში)
|
|
8.8
|
ფიზიოთერაპიული სერვისი
|
პრე და პოსტოპერაციულ ეტაპზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი
|
|
9
|
პერსონალი
|
|
|
9.1
|
არანაკლებ 3 კარდიოქირურგის (2022 წლის 1 იანვრიდან აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 4 კარდიოქირურგი) ხელმისაწვდომობა
|
ა) სავალდებულოა, სულ მცირე, 1 კარდიოქირურგის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ადგილზე;
ბ) არასამუშაო საათებში კარდიოქირურგი შესაძლებელია, ხელმისაწვდომი იყოს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
გ) სულ მცირე, ერთი კარდიოქირურგი არანაკლებ ხუთწლიანი შესაბამისი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში;
დ) თითოეულ კლინიკას უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, 2 ისეთი კარდიოქირურგი (მ.შ., ერთი არანაკლებ ხუთწლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან).
|
|
9.2
|
ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ადგილზე 24/7-ზე
|
ა) სულ მცირე, 1 ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ადგილზე, 24/7-ზე;
ბ) სავალდებულოა, სულ მცირე, 5 ექიმ-სპეციალისტის ხელმისაწვდომობა, მ.შ., 1 სპეციალისტს (ხელმძღვანელი) ჰქონდეს კარდიოქირურგიული სერვისის ფარგლებში არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება
|
|
9.3
|
კლინიკური პერფუზიის სპეციალისტები – თითო საოპერაციო დარბაზზე ერთი
|
კლინიკური პერფუზიის სპეციალისტი:
ა) ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ან კარდიოლოგი ან კარდიოქირურგი;
ბ) შესაბამისი განათლების/უფლების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაცია დასტურდება შემდეგი ქვეყნების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტებით/მოწმობით/სერტიფიკატით (ლიცენზიით): ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ლიხტენშტეინი, სამხრეთი აფრიკა
|
|
9.4
|
შემდეგი ექიმი-სპეციალისტების ხელმისაწვდომობა:
|
|
|
ა)
|
არანაკლებ 3 ინტერვენციული კარდიოლოგი 24/7-ზე
|
ა) არასამუშაო საათებში სპეციალისტი შესაძლებელია, ხელმისაწვდომი იყოს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
ბ) სულ მცირე, ერთი ინტერვენციული კარდიოლოგი, არანაკლებ ხუთწლიანი შესაბამისი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით, რომლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2021 წლის 1 იანვრიდან);
გ) თითოეულ კლინიკას უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, 2 ისეთი ინტერვენციული კარდიოლოგი (მ.შ., ერთი არანაკლებ ხუთწლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება სანებართვო რეესტრის ფარგლებში სხვა დაწესებულების პერსონალის თაობაზე არსებულ ჩანაწერებში (სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრიდან)
|
|
ბ)
|
გულის ელექტროფიზიოლოგი და არითმიების მართვის სპეციალისტი
|
მ.შ., კონსულტანტი[1] ხელშეკრულებით
|
|
გ)
|
თორაკალური ქირურგი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
დ)
|
ზოგადი ქირურგი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ე)
|
რადიოლოგი
|
სამუშაო დღეებში მუდმივად, არასამუშაო საათებში – გამოძახებით
|
|
ვ)
|
ნევროლოგი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ზ)
|
გასტროენტეროლოგი/შინაგანი მედიცინის სპეციალისტი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
თ)
|
ნეფროლოგი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
ი)
|
ინფექციური სნეულებების სპეციალისტი
|
მ.შ., კონსულტანტი ხელშეკრულებით
|
|
კ)
|
კარდიოლოგი 24/7-ზე
|
|
|
10.
|
საექთნო პერსონალის ხელმისაწვდომობა შემდეგი პრინციპით:
|
|
|
ა)
|
კარდიოქირურგიული პალატის ექთანი 24/7-ზე
|
1 ექთანი – არა უმეტეს 8 პაციენტზე/საწოლზე 24 საათიან რეჟიმში არანაკლებ 2-ისა.
|
|
ბ)
|
ანესთეზიის ექთანი 24/7-ზე
|
ა) მინიმუმ 1 ანესთეზიის ექთანი მუდმივად ადგილზე;
ბ) თითოეულ საოპერაციო დარბაზზე – სავალდებულოა 1 ანესთეზიის ექთანი
გ) არასამუშაო საათებში, საჭიროების დროს, დამატებითი ექთნის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნეს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;
დ) აუცილებელია 5 წელიწადში ერთხელ გადიოდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ-შორის, კარდიოვასკულარული პრობლემებით გამოწვეული) მართვის კურსს;
|
|
გ)
|
საოპერაციოს ექთანი 24/7-ზე
|
ა) მინიმუმ 1 საოპერაციოს ექთანი ბლოკში მუდმივად ადგილზე;
ბ) თითოეულ საოპერაციო დარბაზზე სავალდებულოა 1 ექთნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) არასამუშაო საათებში, საჭიროების დროს, დამატებითი ექთნის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნეს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას.
|
|
დ)
|
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის მოვლის ექთანი
|
მინიმუმ 1 ექთანი 2 პაციენტზე/საწოლზე
|
|
ე)
|
საოპერაციოს უფროსი ექთანი
|
ა) 8 სთ/5 დღე კვირაში;
ბ) ერთი უფროსი ექთანი – საოპერაციო ბლოკში.
|
|
11.
|
სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP)/ პროტოკოლები, მ.შ.:
ა) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკების ქირურგია (ბავშვთა კარდიოქირურგიის შემთხვევაში);
ბ) გულის სიმსივნეების ქირურგია;
გ) აღმავალი აორტისა და აორტის რკალის ქირურგია (კომბინირებული პათოლოგიებისას დაღმავალი აორტა);
დ) კორონარული შუნტირება;
ე) 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ვ) ერთდროულად 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ზ) ერთდროულად 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
თ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ი) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
კ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ლ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია;
მ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 1 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ნ) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 2 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
ო) ერთდროულად კორონარული შუნტირება და აღმავალი აორტის და აორტის რკალის ქირურგია 3 სარქველზე ჩატარებული ოპერაციები (ჩანაცვლება/შეკეთება);
პ) პერიკარდის ქირურგია;
ჟ) მკერდის ძვლის ქირურგია.
|
|
|
12.
|
კარდიოქირურგიული ოპერაციების გართულებების და/ან თანმხლები ოპერაციებისა და პროცედურების პროტოკოლები, მ.შ.:
ა) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დაწყება, მართვა და დასრულება;
ბ) ECMO--ს დაწყება, მართვა და დასრულება;
გ) ინტრა აორტული კონტრპულსაციის ბალონის (IABP)-ის ჩადგმა, მართვა და ამოღება;
დ) სასწრაფო რესტერნოტომიის / რეთორაკოტომიის;
ე) ტრაქეოსტომიის;
ვ) ეპიცისტოსტომიის;
ზ) გასტროსტომიის;
თ) გართულებული ჭრილობების ვაკუმთერაპია;
ი) პერიტონეალური დიალიზი (პედიატრიული მიმართულების შემთხვევაში);
კ) დიაფრაგმის პლასტიკა (პედიატრიული მიმართულების შემთხვევაში).
|
|
|
13.
|
დაწესებულებაში დანერგილი უნდა იყოს მკურნალობის გაიდლაინები და პროტოკოლები, მ.შ.,:
ა) ევროპის კარდიო-თორაკალურ ქირურგთა (EACTS);
ბ) ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC);
გ) ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC)/ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA); დ) ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC)/ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA)/კარდიოვასკულური ანგიოგრაფიის საზოგადოების (SCAI)
|
|
|
14.
|
თითოეულმა ექიმმა (კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიოქირურგი) უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად უნდა დააგროვოს 30 კრედიტქულა. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების თემატიკა განისაზღვრება კარდიოქირურგიული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით
|
|
|
15.
|
რეანიმაციული სერვისის ფარგლებში დასაქმებული პერსონალი (ექთნები, ექიმები) უნდა მონაწილეობდეს მზადების პროგრამებში გულის გაჩერებისას რეანიმაციული ღონისძიებების (მაგ., ACLS ), ასევე ადგილზე გადაუდებელი განმეორებითი ქირურგიული ჩარევის (ექიმები) განხორციელების მიმართულებით
|
წელიწადში ერთხელ
|
|
16.
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებას და გაზომვას, მონაცემთა შეგროვებასა და გამოსავლების მონიტორინგს, სიკვდილიანობისა და ავადობის მონიტორინგსა და გარჩევებს, წარუმატებელი შემთხვევების გარჩევას, რისკების მართვას
|
აღწერა:
ა) უნდა არსებობდეს ქირურგიული ჩარევების რეგისტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მე-11 პუნქტით განსაზღვრული ჩარევების (მ.შ., მათი გართულებები) შესახებ;
ბ) უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე, თვეში ერთხელ ხორციელდება ჩატარებული ოპერაციების/ინტერვენციების გარჩევა ოპერატორების, ინტერვენციონისტების, ექიმების, ექთნების ჩართულობით;
გ) დაწესებულება ოპერატორების, კარდიოლოგ-ინტერვენციონისტების, ექიმების, ექთნების ჩართულობით, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოფდეს გასულ ჩატარებული ოპერაციების/ინტერვენციების რანდომიზირებულად შერჩეული შემთხვევების 10 %-ის განხილვას;
დ) დაწესებულება ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის ეფექტურობის შეფასებას შემდეგი სქემით: თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის შემთხვევების 10%-ის შეფასება/გარჩევა (თითოეული ოპერატორის/ინტერვენციონისტის, სულ მცირე, 10 შემთხვევა);
ე) დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი მონაცემების დოკუმენტურ აღრიცხვას:
ე.ა) რისკთან შეჭიდული სიკვდილობის მაჩვენებელი (a risk-adjusted mortality rate);
ე.ბ) რისკთან შეჭიდული ავადობის მაჩვენებელი (a risk adjusted morbidity rate);
ე.გ) საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელი (inpatient length of stay);
ე.დ) ყველა მიზეზით გამოწვეული რეჰოსპიტალიზაცია (risk adjusted all-cause readmission rate).
|