„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №367 |
|
2024 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე და 23-ე პუნქტები: „22. ამ დადგენილების №21 დანართით განსაზღვრული სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების 28-ე პუნქტითა და №22 დანართით განსაზღვრული სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობების 28-ე პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით, სტაციონარული დაწესებულების/ სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის ნებართვის მფლობელ დაწესებულებებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით არ აქვთ მოპოვებული შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაევალოთ: ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ: ა.ა) სახანძრო უსაფრთხოების საორგანიზაციო ღონისძიებათა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების, ბრძანებების, ინსტრუქტაჟების შესაბამისი ინსტრუქციების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან; ა.ბ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; ა.გ) სახანძრო სიგნალიზაციის მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; ა.დ) ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემების მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; ბ) 2025 წლის 1 მაისამდე უზრუნველყონ: ბ.ა) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; ბ.ბ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; ბ.გ) ელექტრომოწყობილობებისა და ელექტროქსელების მდგომარეობის შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან; გ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ: გ.ა) ობიექტის საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; გ.ბ) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციისა და გათბობის სისტემების მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; გ.გ) აფეთქებახანძარსაშიშ ნივთიერებათა შენახვის პირობების შესაბამისობა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებთან; გ.დ) ობიექტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ სხვა ნორმებთან. 23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა: ა) ამავე პუნქტით დადგენილ ვადებში შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისთანავე უზრუნველყონ აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წერილობითი ინფორმირება; ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.“. 2. №21 დანართით განსაზღვრული ცხრილის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) 28-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. №22 დანართით განსაზღვრული ცხრილის („სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობები“) 28-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|