სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/1-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №05/1-ლ

2020 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-14 მუხლის, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 მარტის №03 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის“ და სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404990435) 2020 წლის 28 თებერვლის №20-02-018 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404990435) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 ოქტომბრის №05/1 ლ ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 დეკემბრის №05/2-ლ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში კომპანიის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „გრინ დაზღვევა საქართველო“.

2. სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ გაიცეს სალიცენზიო მოწმობა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით დადგენილი წესით.

3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                               დავით ონოფრიშვილი