სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მოსაწვევი

სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 -ში გაიმართება სს „ალიონის“ (ს/კ 200009301, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

 აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგია:

1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება;

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილება.

2020 წლის 2 მარტს ჩატარებულ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 6 მარტი.

სამეთვალურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში და მხარი დაუჭიროთ განსახილველი საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

ქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს რეგისტრატორი“   (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-7.

აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, გიორგი წმინდას დასახლება, ნ. ესებუას №2.  ტელ: 558 33 04 35

კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

სს „ალიონის“ დირექტორი გურამ აგაჯანოვი

 2020  წლის 6 მარტი.