,,საპატიო ასპინძელი”-ს წოდების მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელი“-ს მოწმობის და ,,საპატიო ასპინძელი“-ს მედლის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2020 წლის 13 მარტი დაბა ასპინძა |
|
„საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების წესის შესახებ
1. ეს წესი განსაზღვრავს „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. „საპატიო ასპინძელის„ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად.
3. „საპატიო ასპინძელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტში უცხოვრია არანაკლებ 5 წელი და ასპინძის (საქართველოს წინაშე) აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება, ხოლო საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა თაობისათვის. გამონაკლისი შემთხვევა დასაშვებია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. „საპატიო ასპინძელის“ წოდების ჩამორთმევა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
1. „საპატიო ასპინძელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით):
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის, საქართველოს წინაშე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასპინძის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სახელის ღირსეულ წარმოჩენაში საქართველოს ფარგლებს გარეთ ან/და ქვეყნის თავდაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებული არის ორდენით.
2. „საპატიო ასპინძელი“-ს წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ:
ა)საზოგადოებრივ, შემოქმედებით კავშირებს და პროფესიულ ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს;
დ) მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) ფიზიკურ პირს, რომლის კანდიდატად წამოყენებას მხარს უჭერს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არანაკლებ ასი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.
3. უფლებამოსილი პირები ,,საპატიო ასპინძელის“ წოდების მისანიჭებლად, კანდიდატურას წარუდგენენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ მუდმივმომქმედ სამუშაო ჯგუფს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა)კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
ბ)კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
გ) ბიოგრაფიული მონაცემები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფიზიკური პირის შემთხვევაში, წარმდგენ პირთა ხელმოწერები, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 3. „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭება
1. კანდიდატის მიმართ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას (გადარჩევას) და განხილვას აწარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების მუდმივმომქმედი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი);
2. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან და მის შემადგენლობაში შედიან :
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მერის მოადგილე;
გ) საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი;
ე) ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი.
3. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
4. „საპატიო ასპინძელი“-ს წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის:
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ)თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
გ) სხდომაზე ხდება წარმოდგენილი რეკომენდაციების და დოკუმენტების შესწავლა; დამატებითი ცნობების და ინფორმაციის გამოთხოვა;
დ) სხდომაზე წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი არის ორ ეტაპიანი და მოიცავს:
დ.ა) წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
დ.ბ.) კანდიდატის შერჩევა;
ე) სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მდივნის მიერ ფორმდება ოქმით, რომელშიც აისახება „საპატიო ასპინძელი“-ს წოდების მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ.
ვ) ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ზ) სხდომაზე განსხვავებული აზრი ფიქსირდება ოქმში ან წერილობითი ფორმით დაერთვის ოქმს;
თ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
5. შერჩეული კანდიდატი გასცემს წერილობით თანხმობას.
6. სხდომის მდივანი აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც რეგისტრირდება „საპატიო ასპინძელის“ წოდებამინიჭებული პირები; რეგისტრაციის ნომერი აისახება „საპატიო ასპინძელის“ წოდების დამადასტურებელ მოწმობაში;
7. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და წერილობითი თანხმობის შესაბამისად, შერჩეული კანდიდატის მიმართ გამოიცემა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი (ბრძანება) „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების შესახებ;
8. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
9. „საპატიო ასპინძელის“ წოდება პირს ენიჭება ერთხელ;
10. მოქალაქეს საპატიო წოდების მინიჭების შემდეგ გადაეცემა მოწმობა და მედალი. ასევე შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.
11.„საპატიო ასპინძელის“ წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება ბეჭდით.
მუხლი 4. გარდამავალი დებულებანი
1. „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების წესს და „საპატიო ასპინძელის“ წოდების დამადასტურებელ მოწმობის და მედალის ფორმას, რომლის დამზადებას უზრუნველყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, დადგენილებით ამტკიცებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე/გვერდებზე.
4. ამ წესით დადგენილი მოქმედებების განხორციელებისას საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონი ,,საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.
