სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02/15
2020 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის მოთხოვნათა შესაბამისად, „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“;
2. დამტკიცდეს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
„საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ შემადგენლობა დანართი №1-ის შესაბამისად;
3. დამტკიცდეს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
„საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ დებულება დანართი №2-ის შესაბამისად;
4. დაევალოს ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
5. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) დაინტერესებული მხარისათვის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე