ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2020
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №7461
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 26.11.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „(ძალადაკარგულია - 12.03.2020, №7461)"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №7461
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №4/02-3-8231 და 2020 წლის 9 მარტის №1/08-3-1797 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის, ამავე კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ დაბეგვრის მიზნებისთვის, ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისთვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ნოემბრის №41212 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის №7 და 2020 წლის 21 თებერვლის №1 სხდომის ოქმები.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა