აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილება №36 - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №36
2005 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად:
1. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (ს. კაპანაძე):
ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს (ს. ქეცბა).
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ი. ალასანია