„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.154.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 18 მარტი

დაბა თიანეთი

 

“თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.            
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/12/2019 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016411) დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის

სოციალური პროგრამა

მუხლი 1.  პრობლემის განსაზღვრა

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების  შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი   მუნიციპალიტეტის   ადმნისტრაციულ  ცენტრთან.

2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო   მიმოსვლა.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.

მუხლი 3. პროგრამის  არსი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის  დაბა თიანეთისაკენ  სამგზავრო  გადაყვანის  მომსახურების შესყიდვას.

2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:

ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი – წიკვლიანკარი – დ.თიანეთი; 

ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო – დ.თიანეთი;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ.თიანეთი;

დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო- დ.თიანეთი;

ე)  დ.თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა;

ვ) ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი – დ.თიანეთი;

ზ) სოფ. ღულელები –  დ.თიანეთი;

თ) სოფ.ბოჭორმა- დ.სიონი –  დ.თიანეთი

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი

3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით  უნდა შეადგენდეს  არაუმეტეს:

ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი –წიკვლიანთკარი-ტუშურები დ.თიანეთი – 0,30 ლარისა; 

ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;

დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;

ე)  დ.თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა -0,20 ლარისა;

ვ) სოფ. ღულელები –სიმონიანთხევი- დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;

ზ) სოფ.ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი –  დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;

თ) სოფ. ბოჭორმა – დ.სიონი – დ.თიანეთი-1,0 ლარისა;

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ვადაპროგრამა მოქმედებს 2020 წლის პირველი იანვრიდან   2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა

პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება   147832,18 ლარით.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის   განხორციელება  ხელს შეუწყობს   ადმინისტრაციულ    ცენტრიდან     დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურსოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.“


მუხლი 2.             
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისოსო მამულაშვილი