თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2019 წლის 9 დეკემბერი დაბა თიანეთი |
|
ა) სოფ ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – წიკვლიანთკარი – დ. თიანეთი;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ.თიანეთი;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ.ლიშო – დ.თიანეთი;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა;
ვ) სოფ. ბოჭორმა – ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი;
ზ) სოფ. ღულელები – დ. თიანეთი;
თ) დ.სიონი – დ. თიანეთი
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი.
ა) სოფ. ვერხველი – სოფ .ჯიჯეთი – წიკვლიანთკარი – ტუშურები – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა – 0,20 ლარისა;
ვ) სოფ. ღულელები – სიმონიანთხევი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა;
ზ) სოფ. ბოჭორმა – სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი – 1,0 ლარისა;
თ) დ. სიონი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა;
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2.🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016389).
მუხლი 3.🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისოსო მამულაშვილი
დანართი №1თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
მუხლი 1.🔗
პრობლემის განსაზღვრა1.
თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან.მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.
მუხლი 3.🔗
პროგრამის არსი1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.2.
მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:3.
მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს: