On Support Measures Developed by the Economic Team of the Government of Georgia under the Guidance of the Prime Minister of Georgia to Promote the Small, Medium and Family Hotel Industry On Support Measures Developed by the Economic Team of the Government of Georgia under the Guidance of the Prime Minister of Georgia to Promote the Small, Medium and Family Hotel Industry
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №177 |
|
2020 წლის 19 მარტი ქ. თბილისი |
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“;
ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;
დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;
ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო, საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 და არა უმეტეს 50 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;
თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში;
ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;
კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;
ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მის პორტფელში პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხების თაობაზე;
მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;
ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;
ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.
1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 თვის პერიოდზე), სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომლის ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 1 მარტის შემდეგ, შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.
2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.
3. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
4. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.
5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
6. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:
− 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
− 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;
ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.
2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე მხოლოდ სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები.
1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.
2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.
3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:
− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.
4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების ექვსთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.
1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.
2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;
გ) სესხების გაცემის თარიღები;
დ) სესხების მიზნობრიობა;
ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;
ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;
ზ) სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (რომელიც ანგარიშდება 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში);
თ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.
3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.
4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.
6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
1. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.
2. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.
2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №177
2020 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება🔗
პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“;
ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;
დ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში, კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;
თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში;
ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;
კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;
ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მისი პორტფელის შესაბამისად განსაზღვრული თანადაფინანსების მექანიზმის თანხის ოდენობის თაობაზე;
მ)
ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;
ნ) რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/ გაზრდილია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის/პარტნიორის ან/და დამფუძნებლის/პარტნიორის საოჯახო მეურნეობის წევრის ის სესხ(ებ)ი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;
ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში;
პ) (ამოღებულია - 04.09.2020, №558);
ჟ) საოჯახო მეურნეობის წევრი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირი;
რ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი;
ს) თანადაფინანსების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის გადასარიცხი თანადაფინანსების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა;
ტ) თანადაფინანსების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 მარტის მდგომარეობით იმავე სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №726 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
მუხლი 2. პროგრამის მიზანი🔗
პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.
მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი🔗
1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში:
ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის წილზე;
ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) დოლარის წილზე;
გ) ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს წილზე.
2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.
3. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.
4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსება არ განხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ბენეფიციარის იმ მიმდინარე სესხზე, რომელზეც, ამ პროგრამით დადგენილი წესით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.
6. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
7. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა მეწარმე სუბიექტს არ აქვს იმ სესხზე, რომელზეც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა 12 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დათვლილი თანადაფინანსების თანხის ნახევრის მიღების შესაძლებლობა აქვს მეწარმე სუბიექტს იმ სესხზე, რომელზეც სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ერთხელ უკვე განხორციელდა 6 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.
9. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენფიციარები🔗
1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;
გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმა (ინდივიდუალურმა მეწარმემ), რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია ამავე ფიზიკურ პირზე/მეწარმე ფიზიკურ პირზე ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე გაცემული სესხი, რომელიც თავსდება დადგენილებით განსაზღვრულ მოცულობებში, სტანდარტულია 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით შესაძლოა, დაიფაროს/გადაიფაროს/გაიზარდოს ამავე იურიდიული პირის ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირების ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირების საოჯახო მეურნეობის წევრების ის სესხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის პრობლემურ კატეგორიაში კლასიფიცირებული და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/ აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №726 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა🔗
1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.
2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.
3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;
გ) სესხის გაცემის თარიღი;
დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა;
ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;
ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;
ზ) 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.
4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.
5. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ბენეფიციარის დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას მისი სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.
6. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.
7. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.
8. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №726 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი🔗
1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 7. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა🔗
1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.
2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება🔗
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.
11. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება ხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საჭირო თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
12. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ/ დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთათვისაც გათვალისწინებული სუბსიდირების თანხის გადარიცხვა ვერ ესწრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:
ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;
ბ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა გადარიცხოს პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.
2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №819 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 9. დამატებითი პირობები🔗
1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №679 – ვებგვერდი, 12.11.2020წ.