ზოგიერთი პირის მიერ რეგისტრაციის/ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანის დროებით შეჩერების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №51/04 |
|
2020 წლის 23 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ასევე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მარტის №5864-სს დადგენილების გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადით შეჩერდეს:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისთვის და სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა; ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებად – საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისთვის და სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებად – საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის, აგრეთვე, სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ზოგიერთი პირის მიერ რეგისტრაციის/ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანის დროებით შეჩერების შესახებ
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადით შეჩერდეს:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისთვის და სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებად – საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა;
გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ინსტიტუტის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანა.
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისთვის და სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებად – საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის, აგრეთვე, სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლად პირის მიერ წარდგენილი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე |