On the Determination of the Form of Administrative Offence Protocol on the basis of ‘Measures to be Implemented in connection with the Prevention of the Spread of the Novel Coronavirus (COVID-19) in Georgia’ Approved by Ordinance No 181 of 23 March 2020 of the Government of Georgia

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2020 ბოლო ცვლილება 27.03.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
120160030.22.033.017306
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , Website, 24/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №81

2020 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“ გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას გამოყენებულ იქნეს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის №31 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.
მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 82-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 3
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში მიეთითება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 4
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 23 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი