თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2020
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016506
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 04.02.2016 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.06.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.07.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 05.02.2016 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 13.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2020 წლის 24 მარტი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 თელავის მუნიციპალიტეტის გერბი  და გერბის აღწერილობა დამტკიცდეს  დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დამტკიცდეს  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი №1 აღწერილობა თელავის მუნიციპალიტეტის გერბი თელავის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაყოფილია ოთხ ნაწილად.  I და IV ნაწილზე - მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი. II ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ციხე-სიმაგრე ზემოდან ოქროს გვირგვინით. III ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი. გერბის ფარი გადაკვეთილია სამი, ვერცხლის, ტალღისებური შემცირებული სარტყელით.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "თელავი. დანართი №2 თელავის დროშა დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. დროშის პროპორციაა 2:3.