,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2020 წლის 26 მარტი ქ. ლაგოდეხი |
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული ხელშკრულებით.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერის წარმომადგენელი :
ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების შესახებ;
ვ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით;
ზ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
თ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
ი) მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს ხელს უწყობს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით შემდეგი ცნობების და ოქმების მოსამზადებლად:
ი.ა) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, ცნობა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ;
ი.ბ) ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
ი.გ) ცნობა პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების (გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით) შესახებ;
ი.დ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, ცნობა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;
კ) მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწვდილ ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;
ლ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
3. მე-17 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მერიის საჯარო მოსამსახურეები“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.“.
4. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთ მოსამსახურეს (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.03.2020. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.167.016477.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №19, 26.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016477 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4836410/