,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2020 წლის 27 მარტი დაბა ასპინძა |
1. დანართის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; ბავშვის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მერიის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულების, წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა“.
2. დანართის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. მათი უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას“.
3. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი“.
4. დანართის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის ტექსტში ჩანაწერი „14 სამუშაო დღის განმავლობაში“ შეიცვალოს ჩანაწერით „5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ“. ტექსტის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.03.2020. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.140.016423.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.06.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №7, 27.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016423 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4836612/