მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2020
ძალის დაკარგვა 18.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №№ 1-1/155
სარეგისტრაციო კოდი 240000000.22.024.016632
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.05.2020
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება
№1-1/155, №23, №2-281
2020 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
1. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ამ ბრძანების №1 დანართში მითითებული მეწარმე სუბიექტებიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფუნქციონირების შემდეგ პირობებს:
ა) საქმიანობა/მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, უპირატესად, ღია სივრცეში;
ბ) ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
გ) მეწარმე სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის) მიერ უზრუნველყოფილია დასაქმებულ პირთა სატრანსპორტო გადაადგილება სამუშაო ადგილზე და უკან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით.
2. დამტკიცდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი (დანართი №1).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კონტროლი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების პირობების დაცვაზე.
4. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ – „ე.გ“ და „ე.ე“ – „ე.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად აგრძელებენ ფუნქციონირებას.
მუხლი 2🔗
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანება ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაურისაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი