ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Order of Minister of Georgia (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1-1/190/№2-412/№72 |
|
2020 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 მაისის №304 დადგენილების, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ ბრძანების №1 დანართში მითითებული მეწარმე სუბიექტებიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფუნქციონირების შემდეგ პირობებს:
ა) საქმიანობა/მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, უპირატესად, ღია სივრცეში; ბ) ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები; გ) მეწარმე სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის) მიერ უზრუნველყოფილია დასაქმებულ პირთა სატრანსპორტო გადაადგილება სამუშაო ადგილზე და უკან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშუტით. 2. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი (დანართი №1). 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კონტროლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების პირობების დაცვაზე. 4. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“-„ე.გ“ და „ე.ე“-„ე.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად აგრძელებენ ფუნქციონირებას. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №1-1/155, №23, №2-281 ერთობლივი ბრძანება (სარეგისტრაციო კოდი: 240000000.22.024.016632; ვებგვერდი, 26/03/2020). |
| მუხლი 3 |
1. ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 18 მაისიდან.
2. ბრძანება ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/190. სარეგისტრაციო კოდი — 240000000.22.024.016638.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ“, №1-1/190, 15.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 240000000.22.024.016638 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4871645/