On the Determination of the List of Entrepreneurial Entities and Procedures for their Operation in the Territories of the Municipalities of Marneuli and Bolnisi

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
Order of Minister of Georgia ძალადაკარგული სურსათი
მიღების თარიღი
26.03.2020 ძალადაკარგული 15.05.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№№ 1-1/155
სარეგისტრაციო კოდი
240000000.22.024.016632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , Website, 26/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1-1/155, №23, №2-281

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
1. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ამ ბრძანების №1 დანართში მითითებული მეწარმე სუბიექტებიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფუნქციონირების შემდეგ პირობებს:
ა)  საქმიანობა/მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, უპირატესად, ღია სივრცეში;
ბ) ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
გ)  მეწარმე სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის) მიერ უზრუნველყოფილია დასაქმებულ პირთა სატრანსპორტო გადაადგილება  სამუშაო ადგილზე და უკან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით.
2. დამტკიცდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი (დანართი №1).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კონტროლი  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების პირობების დაცვაზე.
4. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ – „ე.გ“ და „ე.ე“ – „ე.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად აგრძელებენ ფუნქციონირებას.
მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანება ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი