„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№34
2020 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9
1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს, აღნიშნული კურსის განმავლობაში მიეცემათ წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ფაქტობრივად ნამსახურები კალენდარული დღეების პროპორციულად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით დასრულებისა და სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემდეგ ხელფასი მიეცემათ ამ ბრძანებით დადგენილი ოდენობით.“.
2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 91
სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს წოდებრივი სარგო მიეცემა სამხედრო ნაწილში ჩარიცხვის დღიდან.“.
3. №1 დანართს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს.“.
4. 30-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი