სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება №05/2-ლ
2020 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
1. გაიცეს სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 40216022) სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიები.
2. გაიცეს სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები.
3. ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი